15 იანვარს, ვერის ბაღში მდებარე ვაჟ მოჭადრაკეთა 74-ე ეროვნულ ჩემპიონატზე ბლიც- პარტიების დასრულების შემდეგ, სადაც ერთმანეთს მიხეილ მჭედლიშვილი და თორნიკე სანიკიძე დაუპირისპირდნენ, ბოლო ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვა. მჭედლიშვილმა შეძლო მეტოქის დამარცხება, რომელიც მომდევნო ეტაპზე მერაბ გაგუნაშვილს დაუპირისპირდება. მეორე ნახევარფინალურ წყვილში დავით ჯოჯუა და ლევან ფანცულაია შეხვდებიან. ნახევარფინალური სერიები ხვალ, 16 იანვარს 15 საათიდან დაიწყება.









