კალათბურთი

0:26 | 17.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებმა მოსკოვური ტური 2 მოგებით დაიწყო

საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდული საკალათბურთო ლიგის მეორე ეტაპზე სათამაშოდ მოსკოვში იმყოფება. ნოდარ ქორქიასა და ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა პირველ ეტაპზე, 20-23 ნოემბერს ესტონეთის ქალაქ ტარტუში ითამაშა და 5-დან 2 მატჩი მოიგო.

ქართველებმა 5 მატჩი უნდა ჩაატარონ მოსკოვშიც, საიდანაც 2 გუშინ უკვე ითამაშეს და ორივეში იმარჯვეს. საქართველოს ნაკრებმა რუსული „სამარა“ 41:35 დაამარცხა, შემდეგ კი ლატვიურ „რიჟდანეს“ 62:50 სძლია.

რუსულ კლუბთან შეხვედრაში 15 ქულით ბომბარდირი მიშო ზურაბაშვილი გახდა. 11 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა ლაშა მიქელაძემ, ხოლო გიორგი ჭეიშვილმა გუნდს 8 ქულა და 14 მოხსნა შესძინა.

ლატვიელებთან შეხვედრაში 16-16 ქულითა და 7-7 მოხსნით საუკეთესოები ირაკლი სულხანიშვილი და ლაშა მიქელაძე გახდნენ. ჭეიშვილმა 13 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა.

საქართველოს 2001-წლიანთა ნაკრები მოსკოვში კიდევ 3 მატჩს გამართავს. 17 იანვარს ქართველები მოსკოვის ორ გუნდს - „ორბიტას“ და „ტრინტას“ გაეჯიბრებიან, ხოლო 18 იანვარს მოსკოვური ტურის ბოლო შეხვედრაში ჩვენი ნაკრები ლატვიურ „რიგას“ დაუპირისპირდება.

მოსკოვის ტურის დასრულების შემდეგ კიდევ ერთი ტური გაიმართება - 26-29 მარტს ეტაპს ლატვიური ვენტსპილსი უმასპინძლებს. სამივე ტურის შედეგების გათვალისწინებით გამოვლინდებიან საუკეთესო გუნდები, რომლებიც ფინალურ ეტაპში მიიღებენ მონაწილეობას. ამ მომენტისთვის საქართველოს ნაკრებს 4 მოგება და 3 წაგება აქვს.

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097273