ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე “ატლეტიკო მინეიროს” ყოფილი თავდამსხმელი დიეგო ტარდელი კარიერას ჩინეთის ჩემპიონატის ბინადარ “შანდუნ ლუნენ ტაიშარის” შემადგენლობაში გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია ჩინური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
აზიურმა კლუბმა ბრაზილიელებს ცენტრალური თავდამსხმელის სანაცვლოდ 5.5 მილიონი ევრო გადაუხადა. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი ხნით ითამაშებს სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი ჩინურ გუნდში.
ტარდელის ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში ცხრა მატჩი ჩაუტარებია და თავი ორი გოლით გამოიჩინა. აღნიშნული გოლები 29 წლის ფეხბურთელმა 2014 წლის 11 ოქტომბერს ამხანაგურ მატჩში არგენტინის ეროვნულ ნაკრებს გაუტანა.







