ჭადრაკი

13:14 | 18.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

კარლსენს ცუდი გაბრაზება სცოდნია

უაღრესად დაძაბულად მიმდინარეობს ტურნირი ჰოლანდიურ ვეიკ-ან-ზეეში, სადაც პლანეტის წამყვან მოჭადრაკეებთან ერთად ქალთა და ვაჟთა შორის მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები ჰოუ იფანი და მაგნუს კარლსენიც მონაწილეობს. ამ უკანასკნელმა აღნიშნული ტურნირი ცუდად დაიწყო. კარლსენმა ზედიზედ ორ შეხვედრაში ყაიმი გააკეთა. მესამე პარტიაში კი სულაც წააგო და აუტსაიდერთა შორის აღმოჩნდა. შეიძლება ითქვას, რომ მეოთხე ტურის შემდეგ კარლსენმა „თავი გაიგიჟა“ და აღარავის ინდობს. ზედიზედ ოთხი მოგების შემდეგ ტურნირის ყოფილ ერთპიროვნულ ლიდერ ივანჩუკს წამოეწია, რომლებსაც 5-5 ქულა აქვთ და მდევართა გარკვეულ ჯგუფს ნახევარი ქულით უსწრებენ. მომდევნო, მე-8 ტურში კარლსენს საქართველოს საუკეთესო მოჭადრაკე ბაადურ ჯობავა დაუპირისპირდება. შეძლებს თუ არა ჩვენებური კარლსენის შეჩერებას, ამას დღეს მე-8 ტურის დასრულების შემდეგ გავიგებთ.

შეგახსენებთ, რომ ზედიზედ 4 წაგების შემდეგ ჯობავა, რომელიც მუდამ მოსაგებადაა შემართული, მე-7 ტურში ასპარეზობის ერთ-ერთი ლიდერი ვოიპაშეკი დაამარცხა. აღნიშნულიდან გამომდინარე, არაა გამორიცხული, რომ ჯობავამ კარლსენს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიოს.

მე-7 ტურის შედეგები

ანიშ გირი (ჰოლანდია) - ვასილი ივანჩუკი (უკრაინა) 0.5:0.5

მაგნუს კარლსენი (ნორვეგია) - ჰოუ იფანი (ჩინეთი) 1:0

უესლი სო (აშშ) - თეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი) 0.5:0.5

იაროსლავ ვოიპაშეკი (პოლონეთი) - ბაადურ ჯობავა (საქართველო) 0:1

დინ ლიჟენი (ჩინეთი) - ლუკ ვანველი (ჰოლანდია) 1:0

ივან შარიჩი (ხორვატია) - მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი) 0:1

ლევონ არონიანი (სომხეთი) - ფაბიანო კარუანა (იტალია) 0.5:0.5

სატურნირო მდგომარეობა 7 ტურის შემდეგ

1-2 ადგილები. კარლსენი, ივანჩუკი 5-5 ქულა

3-5. ვაშიე-ლაგრავი, სო, ლიჟენი 4.5-4.5

6-7. ვოიპაშეკი, გირი 4-4

8-9. რაჯაბოვი, კარუანა 3.5-3.5

10-11. შარიჩი, არონიანი 2.5-2.5

12-13. ვანველი, იფანი 2-2

  1. ჯობავა 1.5
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.170227