პსჟ-ს ნახევარმცველი ბლეზ მატუიდი დარწმუნებულია, რომ წელს მისი გუნდი საფრანგეთის ჩემპიონატს მოიგებს.
“არ ვმალავთ, რომ საუკეთესო სეზონს არ ვატარებთ. ყველანი გულდაწყვეტილები ვართ. ამასთან, ფაქტია, რომ ჩვენი დამარცხება რთულია. ვფიქრობ, პსჟ ჩემპიონი გახდება. იყო მომენტები, როცა უკეთ უნდა გვემოქმედა, მაგრამ ყველაფერი ასე ცუდადაც არაა”, - მატუიდს L’Equipe ციტირებს.
პსჟ 38 ქულით საფრანგეთის ლიგა 1-ში მეოთხე ადგილზეა.





