ჰოლანდიის სამოყვარულო ლიგაში "ბარენდრეხტი" შინ "სხევენინგენს" ხვდებოდა, როდესაც ნიდერლანდელმა მსაჯმა ვიმ ბრონსვორტმა მასპინძელი გუნდის ფეხბურთელ მიჩელ ვან გასტელუს შემთხვევით ხელი ცხვირში მოარტყა და მოთამაშეც ძირს დაეცა. როგორც შემდგომში გაირკვა არბიტრმა ფეხბურთელს ცხვირი გაუტეხა. აღნიშნული მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.







