ფეხბურთი

10:58 | 19.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინაში მეგობრობა არ იციან (+VIDEO)

არგენტინის გრანდიოზული 30-გუნდიანი პრიმერადივიზიონი სტარტს 15 თებერვალს აიღებს. მანამდე კი, უმაღლესი ლიგის გუნდები ამხანაგურ მატჩებს მართავენ. "ბოკა ხუნიორსსა" და არგენტინის მოქმედ ჩემპიონ "რასინგს" შორის გამართულ სპარინგში საინტერესო კადრები დაფიქსირდა. შეხვედრის 30-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც "ბოკას" მოთამაშე ლეანდრო მარინიმ "რასინგის" თავდამსხმელ რიკარდო ცენტურიონს ფეხებში ისეთი ვარდნა გაუკეთა ლამის მოტეხა კიდეც.

ბუნებრივია, მთავარმა მსაჯმა მარინს წითელი ბარათი უმალვე უჩვენა. მოედანზე ფეხბურთელებს შორის სიტუაცია კი დაიძაბა, თუმცა ორივე გუნდიდან გონიერი მოთამაშეები გამოჩნდნენ და დაძაბულობა გაანეიტრალეს. აღნიშნული მატჩი არგენტინის მოქმედმა ჩემპიონმა 4:1 მოიგო, ხოლო ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია მარინის წინააღმდეგ სანქციებს აუცილებლად მიიღებს. არგენტინის ჩემპიონატში ბევრი დაძაბული მატჩის ხილვა შეგიძლიათ და მსგავსი მომენტები ნამდვილად არის.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.075214