არგენტინის ეროვნული ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ გუშინ 18 იანვარს "დეპორტივოს" წინააღმდეგ პრიმერადივიზიონის მე-19 ტურის შეხვედრაში ესპანური გუნდის რიგებში რიგით 30-ე ჰეთრიკი შეასრულა და ტელმო ზარას შემდეგ მეორე ფეხბურთელია, ვისაც აღნიშნული შედეგი აქვს. ლა ლიგაში სამხრეთამერიკელს 22-ე ჰეთრიკი მოუგროვდა.
გუშინვე ლიონელ მესის youtube-ის ფანკლუბის გვერდზე გავრცელდა დოკუმენტური ფილმი არგენტინელ ფეხბურთელზე. აღნიშნული ფილმი საათსა და 30 წუთს გრძელდება. აღბეჭდილია მსოფლიოს ოთხგზის საუკეთესო ფეხბურთელის ბავშვობიდან მოყოლობული ცხოვრების დეტალები, თუ როგორ მოხვდა "ბარსაში", რა ბარიერები დაძლია და როგორ გახდა ვარსკვლავი. ფილმში ბევრი ცნობილი ფეხბურთელი და მწვრთნელი მონაწილეობს.





