საფეხბურთო კლუბი ბათუმის “დინამო” მცველ გიორგი გავაშელიშვილსა და ნახევარმცველ დიმიტრი პაჭკორიას დაემშვიდობა.
25 წლის გავაშელიშვილი “დინამოში” შარშან ზამთარში გადავიდა და ბათუმელთა რიგებში ჩატარებულ 17 მატჩში 4 გოლი გაიტანა.
23 წლის პაჭკორიამ, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, ბათუმელთა რიგებში ერთხელ ითამაშა.
“დინამო” ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეორე წრისთვის ანგისას ბაზაზე ემზადება. 15 იანვრიდან გუნდი დღეში ორჯერ ვარჯიშობს.
23 იანვარს ბათუმელები ამხანაგურ მატჩს სტუმრად “ზუგდიდთან” ჩაატარებენ, ხოლო 25 იანვარს ქობულეთში სპარინგს ფოთის “კოლხეთთან” გეგმავენ.









