“ვალენსიას” მარჯვენა მცველი ანტონიო ბარაგანი სამი კვირის განმალობაში ვერ შეძლებს თამაშს – იუწყება “ღამურების” ოფიციალური ვებგვერდი.
დღეს ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ დადგინდა, რომ ბარაგანს მარჯვენა კუნთის ტრავმა აქვს და მინიმუმ სამი კვირას გამოტოვებს. ფეხბურთელი შაბათს “ალმერიასთან” მოგებულ (3:2) შეხვედრაში დაშავდა 44-ე წუთზე და მის ნაცვლად ჟოაო კანსელო გამოჩნდა მინდორზე.
მიმდინარე სეზონში ბარაგანმა 20 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. მას “სევილიასთან”, “მალაგასთან” და “ესპანიოლთან” გასამართი შეხვედრების გამოტოვება მოუწევს.





