ლუკა ზარანდიამ ბელგიის “გენკის” დუბლშემადგენლობაში ითამაშა. მიმდინარე წლის პირველ მატჩში გენკელებმა “ზულტე ვარეგემი” 3:0 დაამარცხეს.
საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა გამარჯვებულებში სრულად ითამაშა. ზარანდიამ ზამთრის მოსამზადებელი პერიოდი “გენკის” პირველ გუნდთან ერთად გაიარა.
ბელგიის იუპილერ ლიგის 22-ე ტურში “ლოკერენთან” სტუმრად 1:1 დასრულებულ მატჩში, ზარანდია “გენკის” 18-კაციან განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.









