ჭადრაკი

21:18 | 20.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ორივე შეხვედრა ყაიმით დასრულდა

ფინალური და მესამე ადგილისთვის შეხვედრით განახლდა საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა 74-ე ეროვნული ჩემპიონატი, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე ჭადრაკის სასახლე მასპინძლობს. როგორც ფინალური, ასევე მესამე ადგილისთვის გამართული შეხვედრა ყაიმით დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ფინალურ სერიაში ერთმანეთს მიხეილ მჭედლიშვილი და ლევან ფანცულაია ხვდებიან, ხოლო მესამე ადგილისათვის მერაბ გაგუნაშვილი და დავით ჯოჯუა პაექრობენ. დღევანდელ შეხვედრაში თეთრებით მჭედლიშვილი და გაგუნაშვილი თამაშობდნენ, ხვალ კი პირიქით იქნება - თეთრებით ფანცულაია და ჯოჯუა ითამაშებენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.086804