საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე მოსკოვის “სპარტაკის” შემადგენლობაში ესპანეთის ქალაქ მარბელიაში შეკრებაზეა.
რუსეთის პრემიერლიგის პირველ ეტაპზე სპარტაკელთა მთავარი მწვრთნელი მურატ იაკინი ქართველ ნახევარმცველს არ სწყალობდა და სათასო თამაშზე არწასვლისთვის დუბლშემადგენლობაშიც გადაიყვანა.
ამჟამად, ანანიძე პირველ გუნდშია, მაგრამ გაზაფხულზე “სპარტაკის” სასტარტო შემადგენლობაში მისი თამაშის შანსი ძალიან მცირეა. მოსკოველთა ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელები ქართველს კლუბის შეცვლას ურჩევენ. მითუმეტეს, “როსტოვს” ანანიძის იჯარით აყვანა სურს.
მოკლედ, მიმდინარე ზამთარში გაირკვევა ანანიძე ისევ “სპარტაკში” დარჩება თუ კლუბს შეიცვლის.









