საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა 74-ე ეროვნული ჩემპიონატის ფინალსა და მესამე ადგილისათვის მატჩების სერიაში კლასიკური პარტიების მესამე შეხვედრა ჩატარდა.
წინამორბედების მსგავსად, ორივე შეხვედრა ამჯერადაც ყაიმით დასრულდა. ისეთი პირი უჩანს, რომ კლასიკური პარტიების მეოთხე, ბოლო შეხვედრაც ყაიმით დასრულდება და პრიზიორთა ვინაობას ტაი-ბრეიკის პარტიები გაარკვევს. კლასიკური პარტიების ბოლო, მეოთხე შეხვედრა ხვალ, 23 იანვარს გაიმართება.
შეგახსენებთ, ფინალში ერთმანეთს მიხეილ მჭედლიშვილი და ლევან ფანცულაია ხვდებიან, მესამე ადგილისთვის კი მერაბ გაგუნაშვილი და დავით ჯოჯუა თამაშობენ.









