სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

17:06 | 24.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

კალჩო წრეზე წავიდა

ამ უიქ-ენდზე იტალიის სერია A-ს მეორე წრე აიღებს სტარტს. ტური სამ დღეზეა გაწერილი და იგი ორშაბათს, 26 იანვარს ორი შეხვედრით დასრულდება. მე-20 ტურის ცენტრალური მატჩი ფლორენციაში გაიმართება, სადაც ადგილობრივი "ფიორენტინა" ოქროს მედლების მაძიებელ "რომას" დაუხვდება. არანაკლებ ინტერესს იწვევს რომში გასამართი მატჩი "ლაციოსა" და "მილანს" შორის, მოქმედი ჩემპიონი და ლიდერი "იუვენტუსი" სახლში ვერონას "კიევოს" მასპინძელი იქნება, მესამეადგილოსანი "ნაპოლი" კი "ჯენოას" დაუხვდება.

"კალიარი" - "სასუოლო"

თარიღი: 24 იანვარი, 21:00 საათი

ადგილი: კალიარი, "სანტ ელია"

მე-20 ტური სარდინიაზე დაიწყება, "კალიარი" თავის კბილა "სასუოლოს" მიიღებს. გუნდებმა პირველი წრე განსხვავებულ ხასიათზე დაასრულეს. ჯანფრანკო ძოლას გუნდმა გასავარდნი ზონიდან ამოსვლა ჯერჯერობით ვერაფრით შეძლო. ახლო წარსულში წარმატებული იტალიელი ფეხბურთელი კუნძულელებს სამი ტურია თავკაცობს და გუნდმა ოთხი ქულის მოგროვება მოახერხა. საპირისპირო მდგომარეობაა "სასუოლოს" ბანაკში. "ნეროვერდი" სახიფათო ზონას მთელი 9 ქულითაა დაცილებული და თუ მათ სათამაშო ფორმასაც გავითვალისიწინებთ გუნდს ელიტაში დარჩენა არ უნდა გაუჭირდეს.

სავარაუდო შემადგენლობები:

"კალიარი" (4-3-3): ბრკიჩი; პიზანო, კაპუანო, როსეტინი, აველარი; დესენა, კრესეტიჯი, დონსა; ჟოაო პედრო, ლონგო, ეკდალი

"სასუოლო" (4-3-3): კონსილი; ვრსიალკო, კანავარო, აჩერბი, ლონგი; ბრიგი, მანიანელი, მისიროლი; ბერარდი, ძაძა, სანსონე

მსაჯი: როკი

"ლაციო" - "მილანი"

თარიღი: 24 იანვარი, 23:45 წუთი

ადგილი: რომი, "სტადიო ოლიმპიკო"

ტურის ერთერთი გამორჩეული მატჩი ქვეყნის დედაქალაქში გაიმართება. წლეულს საკმაოდ კარგად მოასპარეზე "ლაციო" კრიზისში მყოფ "მილანს" უმასპინძლებს. მასპინძლებს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვთ, გუნდს ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე წევრი ტრავმების გამო დააკლდება. ვერადავერ დაადგა საშველი "როსონერის" ფერზე მოსვლას. ფილიპო ინძაგის გუნდი ბოლო ტურებში განსაკუთრებით ცუდად გამოიყურება. ამის ფონზე კი სილვიო ბერლუსკონი "სუპერ პიპოს" სრულ ნდობას უცხადებს. შეხვედრა წესით ლამაზი სანახავი უნდა გამოდგეს, რადგან გუნდებს უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვთ.

სავარაუდო შემადგენლობები:

"ლაციო" (4-3-3): მარკეტი; ბასტა, დე ვრეი, სანა, რადუ; პაროლო, ლედესმა, კატალდი; კანდრევა, კლოზე, მაური

"მილანი" (4-3-3): დიეგო ლოპესი; აბატე, ალექსი, მექსე, არმერო; პოლი, მონტოლივო, ვან გინკელი; ჩერჩი, მენეზი, ბონავენტურა

მსაჯი: მაცოლენი

"ინტერი" - "ტორინო"

თარიღი: 25 იანვარი, 18:00 საათი

ადგილი: მილანი, "სან სირო"

მილანში "ინტერი" "ტორინოს" უმასპინძლებს. ამ გუნდებზე ყველაზე მეტად იმის თქმა შეიძლება, რომ მიმდინარე სეზონში განსაკუთრებული არასტაბილურობით გამოირჩევიან. ეს ყველაფერი კი ამ დროისთვის სატურნირო ცხრილზეცაა ასახული. მილანური გრანდი თავისი თამაშის პოვნას ვერც რობერტო მანჩინის ხელმძღვანელობით ახერხებს. "ნერაძურის" ჩემპიონთა ლიგის ზონისგან 7 ქულა აშორებს, რაც პატარა სხვაობა არაა. მასპინძლები ამ შეხვედრაში მხოლოდ სამი ქული მოპოვებას გეგმავენ. სახარბიელოდ არც "ტორინოს" საქმე გამოიყურება. ჯამპიერო ვენტურას გუნდი აუტსაიდერთა შორის ტრიალებს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ "გრანატამ" ბოლო ხუთ ტურში დაგროვილი ცხრა ქულით მდგომარეობა ოდნავ გამოიკეთა.

სავარაუდო შემადგენლობები:

"ინტერი" (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; კამპანიარო, ანდრეოლი, ვიდიჩი, დამბროზიო; გუარინი, კუჟმანოვიჩი; შაქირი, კოვაჩიჩი, პალასიო; იკარდი

"ტორინო" (3-5-2): პადელი; მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი; დარმიანი, ბენასი, გაცი, ფარნერუდი, მოლინარო; კვალიარელა, მაქსი ლოპესი

მსაჯი: ირატი

"იუვენტუსი" - "კიევო"

თარიღი: 25 იანვარი, 18:00 საათი

ადგილი: ტურინი, "იუვენტუს სთედიუმი"

ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი "იუვენტუსი" აუტსაიდერ "კიევოს" დაუხვდება და მორიგი სამი ქულის მოპოვებას ეცდება. ტურინელები განსაკუთრებით ფეერიულად ბოლო ტურებია ათამაშდნენ, გუნდმა ბოლო სამ მატჩში (თასის მატჩის ჩათვლით) 13 გოლი გაიტანა. წესით მათ არც ამ შეხვედრაში უნდა გაუჭირდეთ გამარჯვების მოპოვება. "კიევოს" სულ სხვა ამოცანები რომ ამოძრავებს არახალია. როლანდო მარანის გუნდი ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. დღეისთვის "მფრინავ ვირებს" გასავარდნ ზონასთან ორადორი ქულა გამოჰყოფთ.

სავარაუდო შემადგენლობები:

"იუვენტუსი" (4-3-1-2): ბუფონი; ლიხშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ევრა; ვიდალი, მარკიზიო, პოგბა; პერეირა; ტევესი, ლორენტე

"კიევო" (4-4-2): ბიძარი; ფრეი, გამბერინი, დაინელი, ძუკანოვიჩი; ბირსა, იცკო, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი; პალოსკი, პელისიერი

მსაჯი: მასა

"პარმა" - "ჩეზენა"

თარიღი: 25 იანვარი, 18:00 საათი

ადგილი: პარმა, "ენიო ტარდინი"

მიმდინარე სეზონის ორი ყველაზე წარუმატებელი გუნდი ერთმანეთს დაუპირისპირდება. "პარმას" და "ჩეზენას" ჯამში 18 ქულა აქვთ დაგროვილი და გასაკვირი არაა, რომ სატურნირო ცხრილში ბოლო ორ საფეხურს იყოფენ. აღსანიშნავია, რომ "ჩეზენას" ერთადერთი გამარჯვება სწორედ "პარმას" წინააღმდეგ აქვს მოპოვებული და ეს გასული წლის აგვისტოს თვეში მოხდა. დიდია შანსი იმისა, რომ ამ მატჩში წარუმატებლობა არცერთი გუნდის თავკაცს აპატიონ.

სავარაუდო შემადგენლობები:

"პარმა" (3-5-2): მირანტე; კასანი, პალეტა, კოსტა; ვარელა, მაური, ლოდი, ნოჩერინო, გობი; ბიდაუი, პალადინო

"ჩეზენა" (4-3-1-2): ლეალი; პერიკო, ვოლტა, კაპელი, რენძეტი; ჯორჯი, კაშონე, პულძეტი; ბრიენცა; როდრიგესი, დეფრელი

მსაჯი: ტალიავენტო

"სამპდორია" - "პალერმო"

თარიღი: 25 იანვარი, 18:00 საათი

ადგილი: გენუა, "ლუიჯი ფერარისი"

მიმდინარე სეზონის ორი აღმოჩენა გენუაში წარსდგება ერთმანეთის პირისპირ. "სამპდორიამ" პირველი წრე მისთვის წარმოუდგენლად კარგად განვლო და 19 მატჩიდან მხოლოდ ორჯერ იწვნია მარცხი. "სამპას" ევროსაგზურის მოპოვების ამბიციაც გაუჩნდა, რაც ამ ყველაფრის ფონზე ბუნებრივიცაა. გენუელებივით კარგად ვერ, მაგრამ ცუდად არ უასპარეზია სეზონის პირველ ნაწილში სიცილიურ "პალერმოს". კუნძულელებს ერთი პერიოდი ცხრამატჩიანი წაუგებელი სერიაც კი ჰქონდათ. "პალერმოს" ლიდერად კი არგენტინელი პაულო დიბალა გვევლინება, რომელიც ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია.

სავარაუდო შემადგენლობები:

"სამპდორია" (4-3-1-2): ვივიანო; დე სილვესტრი, სილვესტრე, რომანიოლი, რეჯინი; ობიანგი, პალომბო, დანკანი; სორიანო; ბერგესიო, ედერი

"პალერმო" (3-5-2): სორენტინო; ვიტიელო, გონსალესი, ანდელკოვიჩი; მორგანელა, რიგონი, მარესკა, ბარეტო. ლაზაარი; ვასკესი, დიბალა

მსაჯი: ჩერვერელა

"ვერონა" - "ატალანტა"

თარიღი: 25 იანვარი, 18:00 საათი

ადგილი: ვერონა, "ბენტეგოდი"

აუტსადერთა დუელია ვერონაში. ადგილობრივ გუნდს ბერგამოს "ატალანტა" ესტუმრება. მასპინძლებს განსაკუთრებული პრობლემები დაცვის ხაზში აქვთ. "ჰელასს" ტურინის "იუვენტუსმა" სამი დღის ინტერვალით გამართულ ორ მატჩში 10 გოლი გაუტანა. "ატალანტას" ბოლო ოთხი შეხვედრაა არ წაუგია, მიუხედავად ამისა ქულებს მაინც მძიმედ აგროვებს. გუნდებს შორის განსხვავება ერთადერთი ქულაა. წესით "ბენტეგოდიზე" დაძაბული შეხვედრა უნდა გაიმართოს.

სავარაუდო შემადგენლობები:

"ვერონა" (3-5-2): რაფაელი; მორასი, მარკესი, მარკეში; მარტიჩი, სალა, ტაკჩიდისი, ჰალფრედსონი, ბრივიო; სავიოლა, ტონი

"ატალანტა" (4-4-2): სპორტიელო; ბენალუანე, სტენდარდო, ბიავა, დელ გროსო; ძაპაკოსტა, ჩიგარინი, კარმონა, მორალესი; დენისი, პინილია

მსაჯი: დოვერი

"ფიორენტინა" - "რომა"

თარიღი: 25 იანვარი, 23:45 წუთი

ადგილი: ფლორენცია, "არტემიო ფრანკი"

მე-20 ტურის ცენტრალური მატჩი ფლორენციაშია. "ფიორენტინას" და "რომას" დაპირისპირება იტალიაში ყოველთვის იწვევდა დიდ ინტერესს. გუნდები წლეულს მაღალი მიზნებისთვის იბრძვიან. ვინჩენცო მონტელას შეგირდები ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრას ცდილობენ და ქულების განიავება მათ გეგმებში წესით არ უნდა შედიოდეს. დაგროვილ ქულებს უფრო მეტად საჭიროებს "რომაც". რუდი გარსიას გუნდი ლიდერ "იუვენტუსს" უკვე 5 ქულაზე დაშორდა და თუ გავითვალისწინებთ ტურინელთა ტემპს, "რომას" მათი დაწევა ძალზე უნდა გაუჭირდეს. შესაბამისად, "რომას" გამარჯვების გარდა, უკვე სხვა გზა დარჩენილი არ აქვს და "არტემიო ფრანკიზეც" ლამაზი თამაში უნდა გაჩაღდეს.

სავარაუდო შემადგენლობები:

"ფიორენტინა" (3-5-2): ტატარუშანუ; ტომოვიჩი, როდრიგესი, ბასანტა; ხოაკინი, მატი ფერნანდესი, პიზარო, ბორხა ვალერო, პასკუალი; კუადრადო, გომესი

"რომა" (4-3-3): დე სანკტისი; ფლორენცი, ინგა-მბივა, ასტორი, ჰოლებასი; ნაინგოლანი, დე როსი, სტროტმანი; იტურბე, ტოტი, ლიაიჩი

მსაჯი: ბანტი

"ემპოლი" - "უდინეზე"

თარიღი: 26 იანვარი, 21:00 საათი

ადგილი: ემპოლი, "კარლო კასეტლანი"

ლევან მჭედლიძის "ემპოლი" საკუთარ მოედანზე უდინურ "უდინეზეს" მიიღებს. "ემპოლიმ" პირველი წრე მეტნაკლებად კარგად ჩაამთავრა და სახიფათო ზონისგან ოდნავ დაცილებულია. არასტაბილურია ანდრეა სტრამაჩონი "უდინეზე" და წესით ამ გუნდისგან რაიმე განსაკუთრებულს არც მეორე წრეში უნდა ველოდეთ. "ფრიულელბმა" ხუთშაბათს იტალიის თასზე დრამატული მატჩი "ნაპოლისთან" დათმეს და იმ შეხვედრას დიდი ძალებიც შეალიეს. მასპინძელთა ქართველი ფორვარდი სავარაუდოდ მატჩს ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს.

სავარაუდო შემადგენლობები:

"ემპოლი" (4-3-1-2): სეპე; ლაურინი, რუგანი, ტონელი, მარიო რუი; ვესინო, ვალდიფიორი, კროჩე; ვერდი; პუჩიარელი, მჭედლიძე

"უდინეზე" (3-5-2): კარნეზისი; პირისი, დანილო, ჰეტრო; ვიდმერი, ალანი, გილერმე, კონე, გაბრიელ სილვა; დი ნატალე, ტერო

მსაჯი: გერზინი

"ნაპოლი" - "ჯენოა"

თარიღი: 26 იანვარი, 23:55 წუთი

ადგილი: ნეაპოლი, "სან პაოლო"

ტურის ბოლო მატჩი ნეაპოლში გაიმართება. რაფაელ ბეიტესის "ნაპოლის" მეტოქე "ჯენოა" იქნება. ნეაპოლელები ჩემპიონთა ლიგის ზონაში არიან, თუმცა მოდუნების უფლება არ აქვთ, ვინაიდან ზურგს უკან მოწინააღმდგეების სუნთქვას გრძნობენ. "ჯენოა" თავიდან გასაოცრად კარგად თამაშობდა, მაგარმ ბოლო ხანებში ჯამპიერო გასპერინის გუნდმა მკვეთრად უკლო, რაც ნელ-ნელა სატურნირო ცხრილზეც ისახება. "როსობლუს" უკვე ხუთი ტურია არ მოუგია. თუმცა ნეაპოლში წარმატებული თამაშის შემთხვევაში გუნდი მესამე ადგილს სათოფეზე მიუახლოვდება.

სავარაუდო შემადგენლობები:

"ნაპოლი" (4-2-3-1): რაფაელი; მაჯო, ალბიოლი, კულიბალი, სტრინიჩი; ლოპესი, გარგანო; კალეხონი, ჰამშიკი, დე გუზმანი; იგუაინი

"ჯენოა" (3-4-3): პერინი; რონკალია, ბურდისო, დე მაიო; ედენილსონი, რინკონი, ბერტოლაჩი, ანტონელი; იაგო ფალკე, ფეტფატძიდისი, პეროტი

მსაჯი: კალვარეზე

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.165015