საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრეში ბოლნისის “სიონში” ბრაზილიელი თავდამსხმელი ითამაშებს.
“სიონის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, 20 წლის სამხრეთამერიკელმა ენდრიუ არაუჟუ და სილვამ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
მანამდე, ბოლნისელებმა პორტუგალიელი ნახევარმცველი ვიეირა მედინა ლუის ალბერტო დაიმატეს.





