სამხრეთ კორეის ეროვნულმა ნაკრებმა აზიის თასის 2015 წლის გათამაშების ფინალში გააღწია. კორეელებმა ნახევარფინალურ მატჩში ერაყი ანგარიშით 2:0 დაამარცხეს. შესაბამისად წაგებული გუნდი მესამე ადგილისთვის იბრძოლებს. დღეს 27 იანვარს ტურნირის მასპინძელი ავსტრალიის ნაკრები არაბთა გაერთიანებულ ემირატებს დაუპირისპირდება და გუნდები მეორე ფინალისტის ვინაობას გაარკვევენ.







