ფეხბურთი

23:04 | 27.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მილანი” დაცვის ხაზს აძლიერებს

იტალიური მედიის ცნობით, მოსკოვის “სპარტაკის” იტალიელი მცველი სალვატორე ბოკეტი სამშობლოში ბრუნდება. ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე იჯარის წესით “მილანის” ღირსებას დაიცავს, შემდგომ კი სურვილისამებრ “როსონერის” მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.

28 წლის უკანახაზელი მილანში ოთხშაბათს ჩაფრინდება და სამედიცინო შემოწმებასაც გაივლის.

სალვატორე ბოკეტიმ იტალია 2010 წლის ზაფხულში დატოვა, როცა “ჯენოადან” ყაზანის “რუბინს” მიაშურა, იქიდან კი რუსეთის სახალხო გუნდში გადაბარგდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087302