კოტ დივუარის ეროვნული ნაკრების ლიდერ იაია ტურეს ჯანმრთელებოსათან დაკავშირებული პრობლემები არ აქვს.
აფრიკის ეროვნებათა თასის გათამაშებაში კამერუნთან 1:0 მოგებულ შეხვედრაში ნახევარმცველი სტეფან მბიას შეეჯა და მატჩის დასრულება ვეღარ შეძლო. თუმცა, ნამატჩევს თავად ტურემ განაცხადა, რომ პრობლემები არა აქვს და მომდევნო თამაშში მონაწილეობას მიიღებს.







