ფეხბურთი

13:22 | 30.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

თურანი დისკვალიფიკაციას გადაურჩა (+VIDEO)

თურქეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველმა არდა თურანმა, კატალონიის "ბარსელონას" წინააღმდეგ ესპანეთის სამეფო თასის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში, 47-ე წუთზე გვერდით არბიტრს ბუცი ესროლა. მთავარმა მსაჯმა კი თურქი ყვითელი ბარათით დასაჯა.

ესპანური მედია მატჩის შემდეგ ვარაუდობდა, რომ ფეხბურთელს უხეში საქციელის გამო ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრებოდა. როგორც გაირკვა, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტში არც მსაჯებს და არც "ბარსელონას" თურქის მიმართ სარჩელი არ შეუტანიათ, შესაბამისად თურანი დისკვალიფიკაციას გადაურჩა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.156561