იტალიის სერია A-ში ამ უიქ-ენდზე 21-ე ტური გაიმართება. ტურში გამორჩეულად საინტერესო დაპირისპირება არაა, მაგრამ რამდენიმე შეხვედრა ინტერესს მაინც იწვევს. ჩემპიონატის ლიდერი “იუვენტუსი” უდინეში ითამაშებს, მდევარი “რომა” “ემპოლის” მასპინძელი იქნება. ღრმა კრიზისში მყოფი “მილანი” კი არანაკლებ შავ დღეში მყოფ “პარმას” “ჯუზეპე მეაცაზე” დაუხვდება.
“ჯენოა” – ფიორენტინა”
თარიღი: 31 იანვარი, 21:00 საათი
ადგილი: გენუა, “ლუიჯი ფერარისი”
XX ტურის საინტერესო შეხვედრით გაიხსნება. გენუაში, “ჯენოა” და “ფიორენტინა” უძლიერესის გარკვევას შეეცდებიან. გენუელები ერთი ხანობა წარმატებულად ასპარეზობდნენ და ჩემპიონთა ლიგის ზონას უტრიალებდნენ, თუმცა ბოლო ტურებია გუნდი მოუგებლად ასპარეზობს. ჯამპიერო გასპერინის შეგირდები ნავსის გატეხვას დღეს შეეცდებიან. თავის მხრივ მაღალი მიზნები ამოძრავებს “ფიორენტინასაც”. “იები” გუნდის ლიდერმა ხუან კუადრადომ დატოვა და საინტერესო იქნება თუ როგორ ითამაშებს მის გარეშე გუნდი. ვინჩენცო მონტელა კუადრადოს გასხვისებაში ტრაგედიას ვერ ხედავს. გუნდს სამი წლის შემდგომ ალბერტო ჯილარდინო დაუბრუნდა, რომლის ხელმეორე დებიუტი შესაძლოა თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ შედგეს.
სავარაუდო შემადგენლობები:
“ჯენოა” (3-4-3): პერინი; რონკალია, ბურდისო, დე მაიო; ედენილსონი, რინკონი, მანდრაგორა, კუჩკა; იაგო ფალკე, ნიანგი, პეროტი
“ფიორენტინა” (3-5-2): ტატარუშანუ; ტომოვიჩი, როდრიგესი, ბასანტა; ხოაკინი, მატი ფერნანდესი, ბადეი, ბორხა ვალერო, პასკუალი; დიამანტი, ბაბაკარი
მსაჯი: რიცოლი
“რომა” – “ემპოლი”
თარიღი: 31 იანვარი, 23:45 წუთი
ადგილი: რომი, “სტადიო ოლიმპიკო”
დღის მეორე შეხვედრაში “რომა” “ემპოლის” მასპინძლობს. რომაელებმა ბოლო სამი მატჩი ფრედ დაასრულეს და ლიდერს უკვე მთელი შვიდი ქულით ჩამორჩნენ. შესაბამისად რუდი გარსიას გუნდის საფიქრალი მხოლოდ 3 ქულა იქნება. კარგი დროება არც მაურიციო სარის “ემპოლის” უდგას. ტოსკანელები ნელ-ნელა გასავარდნ ზონას უახლოვდებიან. აღსანიშნავია, რომ ლევან მჭედლიძის თანაგუნდელები კარგ ფეხბურთს აჩვენებენ, მაგრამ დადებით შედეგამდე ყოველთვის რაღაც აკლდებათ. ქართველი თავდამსხმელი დიდი ალბათობით შეხვედრას თადარიგიდან დაიწყებს.
სავარაუდო შემადგენლობები:
“რომა” (4-3-3): დე სანკტისი; მაიკონი, მანოლასი, იანგა-მბივა, ჰოლებასი; პიანიჩი, ნაინგოლანი, პარედესი: იტურბე, ტოტი, ლიაიჩი
“ემპოლი” (4-3-1-2): სეპე; ჰისაი, რუგანი, ბარბა, მარიო რუი; ვესინო, ვალდიფიორი, კროჩე; საპონარა; მაკარონე, პუჩიარელი
მსაჯი: რუსო
“სასუოლო” – “ინტერი”
თარიღი: 1 თებერვალი, 15:30 წუთი
ადგილი: რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”
კრიზისში მყოფი მილანის “ინტერი” “სასუოლოს” ესტუმრება. რობერტო მანჩინის გუნდი საშინელ ფორმაში იმყოფება და ქულების დაგროვება მისთვის პრობლემას წარმოადგენს. “ნერაძური” გონს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდს ევროზონაში მოხვედრა ოცნების სფეროდ ექცევა. მათი მეტოქე კი წლეულს მშვენივრად გამოიყურება და გულშემატკივრებში სიმპათიას იწვევს. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდების ბოლო 3 მატჩიდან 2 შეხვედრა, “ინტერნაციონალემ” გამანადგურებელი ანგარიშით – 7:0 მოიგო. ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდს წესით ამჯერზე იგივე იაღლიში არ უნდა მოუვიდეს.
სავარაუდო შემადგენლობები:
“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ვრსიალკო, კანავარო, ტერანოვა, ლონგი; ბიონდინი, მანიანელი, მისიროლი; ბერარდი, ძაძა, სანსონე
“ინტერი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; დონკორი, მედელი, ვიდიჩი, ობი; გუარინი, კუჟმანოვიჩი; შაქირი, კოვაჩიჩი, პალასიო; პოდოლსკი
მსაჯი: ვალერი
“ატალანტა” – “კალიარი”
თარიღი: 1 თებერვალი, 18:00 საათი
ადგილი: ბერგამო, “ატლეტი აძური”
აუტსაიდერთა ჯახია ბერგამოში. “ატალანტასაც” და “კალიარისაც” ელიტაში ადგილის შენარჩუნების გარდა, სხვა მიზნები არ ამოძრავებთ. ჯანფრანკო ძოლას გუნდმა ბოლო ტურებში სიტუაცია გაიუმჯობესა და დიდი ხნის პაუზის შემდგომ გასავარდნ ზონას თავი დააღწია, თუმცა ეს მათ დამშვიდების საფუძველს არ აძლევს. არასტაბილურად თამაშობს სტეფანო კოლანტუონოს დამოძღვრილი გუნდიც. ლომბარდიელები მე-18 ადგილს მხოლოდ 2 ქულით არიან დაშორებულნი. დღევანდელ მატჩში წესითა და რიგით ორივე გუნდის მიზანი გამარჯვება უნდა იყოს.
სავარაუდო შემადგენლობები:
“ატალანტა” (4-4-2): სპორტიელო; ბენალუანე, სტენდარდო, ბიავა, დელ გროსო; ძაპაკოსტა, ჩიგარინი, კარმონა, მორალესი; პინილია, დენისი
“კალიარი” (4-3-2-1): ბრკიჩი; გონსალესი, ბენედეტი, კაპუანო, აველარი; დესენა, კრესეტიჯი, დონსა; ჟოაო პედრო, საუ; კოპი
მსაჯი: ორსატო
“ჩეზენა” – “ლაციო”
თარიღი: 1 თებერვალი, 18:00 საათი
ადგილი: ჩეზენა, “დინო მანუცი”
ჩემპიონატის ერთ-ერთი აუტსაიდერი “ჩეზენა” რომის “ლაციოს” უმასპინძლებს. წინა ტურში მასპინძლებმა კონკურენტი “პარმა” სტუმრად დაამარცხეს და ამით 18 მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს. “ჩეზენას” უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვს და გუნდი ქულების დაგროვებას ჰაერივით საჭიროებს. დედაქალაქელთა მიზანი კი სამეულში მოხვედრაა. სტეფანო პიოლის გუნდი წლეულს კარგ ფეხბურთს აჩვენებს. პიოლის ერთადერთი საფიქრალი ფეხბურთელთა ხშირი ტრავმიანობაა. ამ მიზეზით “ლაციოს” ამ მატჩშიც დააკლდება რამდენიმე წამყვანი მოთამაშე.
სავარაუდო შემადგენლობები:
“ჩეზენა” (4-3-2-1): ლეალი; პერიკო, ვოლტა, კრაინჩი, რენძეტი; ჯორჯი, კაშონე, პულძეტი; ბრიენცა, დეფრელი; ჯურიჩი
“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; ბასტა, სანა, ნოვარეტი, კავანდა; კატალდი, ლედესმა, პაროლო; კანდრევა, კლოზე, მაური
მსაჯი: პერუცო
“კიევო” – “ნაპოლი”
თარიღი: 1 თებერვალი, 18:00 საათი
ადგილი: ვერონა, “ბენტეგოდი”
ვერონაში, “კიევო” “ნაპოლის” დაუხვდება. ვერონელები გასავარდნ ზონაში იმყოფებიან და ქულებს ჰაერივით საჭიროებენ. როლანდო მარიანის გუნდი ბოლო ტურებში წარუმატებელ თამაშს აჩვენებს და გასაკვირი არაა, რომ მატჩის ფავორიტად “ნაპოლი” მიიჩნევა, რომელიც მესამე ადგილზეა. თავის მხრივ, ნეაპოლელები ბოლო დროს კარგად ათამაშდნენ და არათუ მესამე ადგილზე, არამედ წინ წასვლაზეც ფიქრობენ. ამ გუნდთა პირველი წრის შეხვედრა “მფრინავმა ვირებმა” მოიგეს. იმ შეხვედრის გმირები, გოლის ავტორი მაქსი ლოპესი გუნდში აღარაა, ხოლო მეკარე ბარდი სათადარიგო სკამს “ხეხავს”.
სავარაუდო შემადგენლობები:
“კიევო” (4-4-2): ბიძარი; ბირაგი, გამბერინი, ცეზარი, ძუკანოვიჩი; სკელოტო, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი, ბირსა; პალოსკი, მეჯორინი
“ნაპოლი”(4-2-3-1): რაფაელი; მაჯო, ალბიოლი, ბრიტოსი, სტრინიჩი; გარგანო, ლოპესი; კალეხონი, ჰამშიკი, დე გუზმანი; იგუაინი
მსაჯი: ბანტი
“პალერმო” – “ვერონა”
თარიღი: 1 თებერვალი, 18:00 საათი
ადგილი: პალერმო, “რენცო ბარბერა”
საინტერესო მატჩია სიცილიაზე. ადგილობრივ “პალერმოს” “ჰელას ვერონა” ესტუმრება. “პალერმო” წლეულს ერთ-ერთ ყველაზე სანტერესო ფეხბურთს თამაშობს. განსაკუთრებით კარგად ამ გუნდის წინა ხაზი გამოიყურება. ფრანკო ვასკესი და პაულო დიბალა ერთმანეთზე უკეთეს ფორმაში იმყოფებიან. ანდრეა მანდორლისნის “ვერონაზე” კი იგივეს ვერ ვიტყვით. გუნდი ქულებს მძიმედ აგროვებს, თუმცა ჯერჯერობით სახიფათო ზონისგან ოდნავ მოშორებულნი არიან. ძველებურად ვეღარც ლუკა ტონი ჩაუქობს, რამაც კვალი “ჰელასის” თამაშსაც დაატყო. კუნძულზე გასამართი მატჩი საინტერესო უნდა გამოვიდეს.
სავარაუდო შემადგენლობები:
“პალერმო” (3-5-2): სორენტინო; ვიტიელო, გონსალესი, ანდელკოვიჩი; მორგანელა, ბოლცონი, რიგონი, ბარეტო, ლაზაარი; ვასკესი, დიბალა
“ვერონა” (3-5-2): რაფაელი; სორენსენი, მარკესი, მორასი; სალა, გრეკო, ტაკჩიდისი, ჰალფრედსონი, ბრივიო; სავიოლა, ტონი
მსაჯი: ტომაზი
“ტორინო” – “სამპდორია”
თარიღი: 1 თებერვალი, 18:00 საათი
ადგილი: ტურინი, “ოლიმპიკო”
ტურინში “სამპდორია” “ტორინოს” ეწვევა. გენუის გუნდი მიმდინარე სეზონს ფანტასტიკურად ატარებს და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. გუნდმა ტრანსფერებიც განახორციელა და სამუელ ეტო’ო დაიმატა. სავარაუდოდ, კამერუნელი ამ შეხვედრას სათადარიგო სკამიდან დაიწყებს. “სამპას” წლეულს მხოლოდ 2 მარცხი აქვს განცდილი. მის მეტოქეს კი სულ სხვა საფიქრალი აქვს. ტურინელები ადგილის შენარჩუნებისთვის გამალებით იბრძვიან. ჯამპიერო ვენტურას გუნდს გოლის გატანა ერთობ უძნელდება. ბოლო ტურში “ტორინომ” მილანში “ინტერს” 28 წლის შემდეგ პირველად აჯობა და ამ მატჩს ამაღლებულ განწყობაზე ხვდება.
სავარაუდო შემადგენლობები:
“ტორინო” (3-5-2): პადელი; მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი; დარმიანი, ბენასი, გაცი, ფარნერუდი, მოლინარო; მაქსი ლოპესი, კვალიარელა
“სამპდორია” (4-3-1-2): ვივიანო; დე სილვესტრი, სილვესტრე, რომანიოლი, რეჯინი; ობიანგი, პალომბო, დანკანი; სორიანო; ედერი, ოკაკა
მსაჯი: ჯაკომელი
“უდინეზე” – “იუვენტუსი”
თარიღი: 1 თებერვალი, 18:00 საათი
ადგილი: უდინე, “ფრიული”
ჩემპიონატის ლიდერი უდინეში ჩავა. “იუვენტუსი” უახლოეს მდევარს 7 ქულით უსწრებს, თუმცა მასიმილიანო ალეგრის თქმით, ეს უპირატესობა არაფერს ნიშნავს და ფეხბურთელებს მოდუნების უფლება არ აქვთ. ტურინელებს ჩემპიონთა ლიგის განახლებდა კიდევ უფრო დიდი უპირატესობის შექმნა სურთ. თავის მხრივ, დათმობას არც “უდინეზე” უნდა აპირებდეს. ანდრეა სტრამაჩონის გუნდი ცხრილის შუაში გაჩხერილი. გუნდი ვერც ევროსაგზურისთვის იბრძვის და არც გავარდნის საფრთხე ემუქრება.
სავარაუდო შემადგენლობები:
“უდინეზე” (3-5-2): კარნეზისი; ჰეტრო, დანილო, პირისი; ვიდმერი, ალანი, გილერმე, ფერნანდესი, გაბრიელ სილვა; დი ნატალე, ტერო
“იუვენტუსი” (4-3-1-): ბუფონი; კასერესი, ბონუჩი, კიელინი, ევრა; პადოინი, პირლო, პოგბა; პერეირა; ტევესი, მორატა
მსაჯი: ჯერვაზონი
“მილანი” – “პარმა”
თარიღი: 1 თებერვალი, 23:45 წუთი
ადგილი: მილანი, “სან სირო”
ტურის დასკვნით მატჩში “მილანი” “პარმას” მასპინძლობს. ორივე გუნდი ცუდ სეზონს ატარებს, განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდში. “მილანს” უკვე 5 მატჩია არ მოუგია და მე-11 ადგილამდე დაეშვა. ამას კი იტალიის თასიდან გამოვარდნაც დაემატა. მიუხედავად ამისა ფილიპო ინძაგი დაკავებულ თანამდებობას ინარჩუნებს. ვინძლო აუტსაიდერ “პარმასთან” მატჩი მისთვის ბოლო იმედის დაპირისპირება გამოდგეს. “პარმა” კი ცალი ფეხით სერია B-ში იმყოფება. გუნდიდან ფეხბურთელებიც მიდიან, გამოსავალი კი არ ჩანს. მთავარი მწვრთნელის პოსტს რობერტო დონადონიც ინარჩუნებს, არადა პარმეზანელებს დიდი ხანია 3 ქულა ენატრებათ. ვნახოთ, რას მოუტანს ორივე გუნდის დამრიგებელს ეს დაპირისპირება.
სავარაუდო შემადგენლობები:
“მილანი” (4-2-3-1): დიეგო ლოპესი; აბატე, რამი, ალექსი, ალბერტაცი; პოლი, მონტოლივო; ჩერჩი, მენეზი, ჰონდა; დესტრო
“პარმა” (4-3-3): მირანტე; კასანი, პალეტა, ლუკარელი, გობი; მაური, ლოდი, ნოჩერინო; ვარელა, პალადინო, როდრიგესი
მსაჯი: დოვერი









