აფრიკის ეროვნებათა თასის 2015 წლის გათამაშება საკმაოდ დაიძაბა. ბოლო მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში კოტდივუარმა მსოფლიო ჩემპიონატზე კარგად მოთამაშე ალჟირი უპრობლემოდ 3:1 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. სპილოს ძვლის წარმომადგენელთაგან ანგარიში "მანჩესტერ სიტის" ახალწვეულმა ვილფრიდ ბონიმ 26-ე წუთზე გახსნა, ალჟირელებმა ანგარიში 51-ე წუთზე კერძოდ ელ სოუდანიმ გაათანაბრა, ხოლო 68-ზე ბონიმ დუბლი შეასრულა. ალჟირი ცდილობდა შეხვედრის დამატებით დროში გადაყვანას, თუმცა ბოლო წუთზე კონტრშეტევა გაეპარა და დისკვალიფიკაცია მოხდილმა ჟერვინიომ საბოლოო ანგარიში 3:1 დააფიქსირა.
მეოთხედფინალურ მატჩებში ტურნირის მასპინძელმა ეკვატორულმა გვინეამ ყველასთვის მოულოდნელად ტუნისი დამატებითი დროის ჩათვლის 2:1 დაამარცხა და გვინეის ადვილად დამმარცხებელ განას 5 თებერვალს დაუპირისპირდება. ავრამ გრანტის შეგირდებმა დოსუიერის გუნდს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. კონგო კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას 62-ე წუთზე უკვე 2:0 ამარცხებდა, თუმცა შემდეგ 4 გოლი გაუშვა და ტურნირს დაემშვიდობა. რესპუბლიკელები კი ნახევარფინალში ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ კოტდივუარს 4 თებერვალს დაუპირისპირდებიან.







