ლონდონის “ტოტენჰემმა” ნიჭიერ თავდამსხმელს ჰარი კეინს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. აღნიშნულ ინფორმაციას “მამლების” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
ახალგაზრდა ფორვარდმა მშობლიურ კლუბთან 2020 წლის 30 ივნისამდე გააფორმა ხელშეკრულება. ანაზღაურების შესახებ, ჯერჯერობით არაფერი თქმულა.
მიმდინარე სეზონში 21 წლის ფორვარდმა 33 შეხვედრა ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.
მისით რამდენიმე გრანდი ინტერესდებოდა, თუმცა ჰარიმ “უაით ჰართ ლეინზე” დარჩენა ამჯობინა.









