ფეხბურთი

11:05 | 3.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

დვალი სეზონის ბოლომდე “ქასიმფაშაში” ითამაშებს

ლაშა დვალი, რომელმაც გასული წელი ლატვიის რიგის “სკონტოში” გაატარა, მიმდინარე სეზონს შოთა არველაძის მიერ გაწვრთნილ “ქასიმფაშაში” ჩაამთავრებს.

სტამბოლელთა საფეხბურთო კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ინგლისის ჩემპიონლიგის “რედინგმა” 19 წლის ქართველი მცველი თურქთა კლუბში სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა.

შარშან, დვალი იჯარით “სკონტოში” გამოდიოდა, სადაც 32 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა, თან ლატვიის ჩემპიონატის ვერცხლის მედლები მოიგო. წელს “რედინგში” ვარჯიშობდა, მაგრამ დიდი ბრიტანეთის სამუშაო ვიზა ვერ მიიღო, ვინაიდან საქართველოს ეროვნულ გუნდში ბოლო 2 წელიწადში მატჩების 75 პროცენტი არ ჩაუტარებია.

თეგებილაშა დვალი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.100224