ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ტურნირის (საპრიზო ფონდი 494 310) კვალიფიკაცია დასძლია და 12 სარეიტინგო ქულაც შეიმატა, ძირითად ბადეში კი ვეღარ იყოჩაღა.
ბასილაშვილმა ფრანგ ბენუა პაირესთან მატჩში უარესად ცუდად გამოიყურებოდა. საერთო ჯამში, ის თამაში ნამდვილად არ იყო, რომლის სათავისოდ დასრულებაც ნიკას არ შეეძლო, თუმცა...
შეხვედრა საათსა და 38 წუთს გაგრძელდა და პაირემ 5:7, 6:2, 6:4 იმარჯვა. ბასილაშვილმა 3 ეისი მოაწოდა, 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა, პირველ მოწოდებაზე 66%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა, 8-დან 4 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება 6-ჯერ დათმო.







