ესპანურმა “ვალენსიამ” მარჯვენა მცველს ანტონიო ბარაგანს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. აღნიშნულ ინფორმაციას “ღამურების” ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.
ახალი ხელშეკრულების მიხედვით, 27 წლის მცველი “მესტალიაზე” 2017 წლის 30 ივნისამდე დარჩება.
მიმდინარე სეზონში ანტონიომ 20 შეხვედრა ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.





