ფეხბურთი

11:21 | 5.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

კოტდივუარი ფინალშია (+VIDEO)

აფრიკის 2015 წლის ეროვნებათა თასის პირველ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში კოტდივუარის ეროვნულმა ნაკრებმა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის გუნდი 3:1 დაამარცხა და ფინალში გავიდა. სპილოს ძვლის სანაპიროს წარმომადგენელთაგან ანგარიში მე-20 წუთზე იაია ტურემ ვილფრიდ ბონის გადაცემის შემდეგ გახსნა. კონგოელებმა 24-ე წუთზე მბოკანის მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ ანგარიშის გათანაბრება შეძლეს, თუმცა პირველი ტაიმში 41-ე წუთზე ჟერვინიომ "მანჩესტერ სიტის" ახალწვეულის გადაცემის შემდეგ ისარგებლა და კოტდივუარი დააწინაურა. 68-ზე ჰოლანდიური "დენ ჰააგის" მცველმა სერჟი კანომ მატჩის საბოლოო ანგარიში 3:1 დააფიქსირა.

კოტდივუარი აფრიკის თასის ფინალში მეოთხედ გავიდა. აქედან სპილოს ძვლის სანაპიროს წარმომადგენლებმა ერთხელ 1992 წელს იმარჯვეს, ხოლო ორჯერ დამარცხდნენ. ერვე რენარის შეგირდები გადამწყვეტ შეხვედრაში განასა და ეკვატორული გვინეის ნაკრებებს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან. აღნიშნული შეხვედრა 5 თებერვალს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება, ხოლო ფინალური დაპირისპირება 8 თებერვალს შედგება.

0.091046