სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში საქართველოს საკლუბო-საკალათბურთო რანგით მეორე ტურნირის, “ა” ლიგის შესარჩევი ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. 11 გუნდი 3 ჯგუფში გადანაწილდა.
A ჯგუფი: “წყალტუბო”, თსუ , “არენა 76”, G.A.B.L
B ჯგუფი: “მარნეული”, “კრისტალი”, “კაკტუსი”, “აკადემია”
C ჯგუფი: “ნიკეა”, სეუ-ჰიუნდაი, გორის “დილა”
შესარჩევი ეტაპი ჩატარდება ერთ წრედ, რის შემდეგაც თითოეული ჯგუფის 2 საუკეთესო გუნდი მეოთხედფინალში გავა. მეოთხედფინალის დარჩენილ 2 საგზურს ჯგუფის მესამეადგილოსნები და საუკეთესო მეოთხეადგილოსანი საკვალიფიკაციო მატჩში გაითამაშებენ.
მეოთხედფინალის გამარჯვებული 4 გუნდი “ა” ლიგის საგზურს მიიღებს. დარჩენილი 2 ადგილისთვის კი მეოთხედფინალში დამარცხებული გუნდები საკვალიფიკაციო მატჩებში იბრძოლებენ.
“ა” ლიგის შესარჩევი ეტაპი 9 თებერვალს დაიწყება და სავარაუდოდ 10 მარტისთვის დასრულდება. მატჩებს სპორტის სასახლე და სპორტკომპლექსი “არენა” უმასპინძლებენ.







