არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრები გახდა პირველი გუნდი, რომელმაც 2016 წლის რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის საგზური მოიპოვა. “ალბისელესტემ” 20-წლამდელთა შორის სამხრეთ ამერიკის ჩემპიონის ტიტული 13 ქულით მოიპოვა. ბოლო მატჩში არგენტინელებმა ურუგვაი 2:1 დაამარცხეს.
აღნიშნულ ტურნირზე ბრაზილიის ნაკრები მეოთხე ადგილზე გავიდა 7 ქულით, თუმცა “სელესაო” მომავალ ოლიმპიურ თამაშებზე მასპინძლის სტატუსით იასპარეზებს. მეორე ადგილზე გავიდა კოლუმბია (9), მესამეზე - ურუგვაი (8), მეხუთეზე - პერუ (3), მეექვსეზე - პარაგვაი (1). ტურნირი ურუგვაიში გაიმართა.
არგენტინამ ოლიმპიადა 2004 და 2008 წელს ზედიზედ ორჯერ მოიგო, ხოლო 2012 წლის გათამაშებაში ვერ მოხვდა.









