ვიდეო

13:40 | 9.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

როგორ ვერ იცნო BBC-ს ჟურნალისტმა "ლივერპულის" ყოფილი მეკარე

BBC-ს ჟურნალისტი ქუჩაში ხალხთან ინტერვიუს წერდა და მათ 1967 წლის მერსისაიდული დერბის გახსენებას სთხოვდა. მიზნობრივი აუდიტორია, რა თქმა უნდა, ხანში შესული ადამიანები იყვნენ. ჟურნალისტმა ერთ-ერთ პიროვნება გააჩერა და ძველი დაპირისპირების გახსენება სთხოვა, ეს ადამიანი კი ტომი ლოურენსი, "ლივერპულის" ყოფილი მეკარე აღმოჩნდა. 74 წლის ვეტერანმა უპასუხა: "ამ მატჩში ვთამაშობდი, დიდებული შეხვედრა იყო."

ლოურენსი "წითლების" ღირსებას 1957-დან 1971 წლამდე იცავდა. "ლივერპულთან" ერთად ორჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი და ზედმეტსახელად "მფრინავ ღორს" ეძახდნენ, სწრაფი მოძრაობების გამო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.208852