შოტლანდიის ჩემპიონშიფის 31-ე ტურის მატჩში "ლივინგსტონი" შინ "ჰართს" დაუპირისპირდა და 2:3 წააგო. ერთი შეხედვით არაფრისმთქმელი მატჩი მალევე პოპულარული გახდა, რადგან მასპინძელთა კაპიტანმა ჯეისონ თალბოთმა სტუმართა ნახევარმცველ სემ ნიკოლსონს პირველი ტაიმის მიწურულს ფეხი სახეში უთავაზა. მატჩის მთავარი არბიტრი იქვე იდგა და მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო, "ლივინგსტონის" ლიდერი მხოლოდ ყვითელი ბარათით დაისაჯა.
ნიკოლსონი საავადმყოფოში გადაიყვანეს და სახეზე ნაკერები დაადეს. მისი ფოტოც გავრცელდა თუ რა სიმძიმის დარტყმა მიიღო შოტლანდიელმა. "ჰართსის" თავკაცმა კი განაცხადა, ნიკოლსონი კარგადაა და მთავარ არბიტრს ამ ფაქტის გამო დაელაპარაკება.







