კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებმა აფრიკის თასის გათამაშებაზე მესამე ადგილი დაიკავა. კონგოელებმა მასპინძელი ეკვატორული გვინეა პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხეს. თერთმეტმეტრიანების სერიის დაწყებამდე კონგოს მეკარე რობერტ კიდიაბა აკრობატული ილეთით ემზადებოდა. ამ გოლკიპერისგან მსგავსი რამ გასაკვირი არაცაა, მას უკვე ჩამოყალიბებული აქვს გოლის აღნიშვნის თავისებური სტილი.







