ფეხბურთი

19:09 | 9.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა ბ”-მ მწვრთნელი დაითხოვა

კატალონიური “ბარსელონას” ხელმძღვანელობამ ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელი ეუსებიო საკრისტანი და მისი ასისტენტი კარლეს უგო დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. აღნიშნულ ინფორმაციას “ბლაუგრანას” ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.

საკრისტანის გათავისუფლების მიზეზი შაბათს “სარაგოსასთან” განცდილი გამანადგურებელი მარცხი (4:0) გახდა. რის შემდეგაც, “ბარსელონა ბ” სეგუნდა დივიზიონში მე-17 პოზიციამდე დაქვეითდა და გასავარდნ ზონასთან მხოლოდ 2 ქულაღა აშორებს.

50 წლის სპეციალისტი “ბარსელონას” მეორე გუნდს 2011 წლიდან წვრთნიდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089857