ფეხბურთი

16:19 | 11.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლანანა: “ლივერპულს” პრემიერლიგაში მესამე ადგილის დაკავება შეუძლია”

“ლივერპულის” ნახევარმცველმა ადამ ლანანამ პრემიერლიგის 25-ე ტურის მატჩში “ტოტენჰემის” 3:2 დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“მნიშვნელოვანი გამარჯვება და საჭირო 3 ქულა მოვიპოვეთ. ახლა “ტოტენჰემს” მხოლოდ ერთი ქულით ჩამოვრჩებით. ლონდონურ კლუბს აუცილებლად უნდა გადავასწროთ. შეგვიძლია მესამე ადგილზე გავიდეთ. მოხარული ვარ, რომ ბალოტელიმ გოლი გაიტანა. დარწმუნებული ვარ, ეს გოლი მასზე კარგად იმოქმედებს. მარიომ მეტი უნდა იშრომოს. ის გუნდს სჭირდება”- ლანანას სიტყვებს Goal.com ციტირებს.

“ლივერპული” 25 ტურში მოპოვებული 42 ქულით პრემიერლიგაში მეშვიდე ადგილს იკავებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094817