პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ინგლისის ჩემპიონატის 25-ე ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა, რომელშიც ყველაზე მეტი, სამ-სამი მოთამაშე მანჩესტერული კლუბებიდან მოხვდნენ.
25-ე ტურის სიმბოლური ასე გამოიყურება:
მეკარე: რობერტ გრინი (ქპრ);
მცველები: პატრიკ მაკნაირი, კრის სმოლინგი (ორივე “მანჩესტერ იუნაიტედი”), ლორან კოშელნი (“არსენალი”), მარტინ შკრტელი (“ლივერპული”);
ნახევარმცველები: მესუთ ოზილი (“არსენალი”), ანხელ დი მარია (“მანჩესტერ იუნაიტედი”), ჯეიმს მილნერი, სამირ ნასრი (ორივე “მანჩესტერ სიტი”);
თავდამსხმელები: დიამე ნ’დოიე (“ჰალი”), სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”).









