ჭადრაკი

22:23 | 16.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავამ ქულების მარაგის შევსება დაიწყო

ვაჟ მოჭადრაკეთა გრანპრის ერთ-ერთ სერიაზე, რომელსაც თბილისში თავისუფლების მოედანზე მდებარე სასტუმრო “ქორთიათ მერიოტი” მასპინძლობს, მეორე ტურის პარტიები გათამაშდა. როგორც ამ ტურში, ასევე მთელი ტურნირის განმავლობაში ჭადრაკის ქართველი გულშემატკივრების გამორჩეულ ინტერესს ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მოჭადრაკის ბაადურ ჯობავას გამოსვლა იწვევს. პირველ ტურში რუსეთის წარმომადგენელ ევგენი ტომაშევსკისთან დამარცხების შემდეგ ბაადური ამჯერად აზერბაიჯანის წარმომადგენელ თეიმურ რაჯაბოვს შეხვდა და პარტია ყაიმით დასრულდა. ჯობავას გრაფაში ნული ნახევარმა ქულამ შეცვალა და შეიძლება ითქვას, რომ ქართველმა ქულათა მარაგის შევსება დაიწყო. აღნიშნულ ტურში ყველაზე დაძაბული ლეინერ დომინგეს პერესის (კუბა) და პეტერ სვიდლერის (რუსეთი) შეხვედრა გამოდგა. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული მოჭადრაკეები საჭადრაკო დაფას ძლივს მოაშორეს. აღნიშნული პარტია ექვსაათნახევარზე მეტხანს გაგრძელდა. მატჩის მიწურულს სვიდლერმა ზედმეტი პაიკით უპირატესობის მოპოვება შეძლო მაგრამ ვერ გამოიყენა და მეტოქენი ყაიმზე შეთანხმდნენ.

ამ ტურში 5 პარტია ყაიმით დასრულდა. რაც შეეხება შაჰრიან მამედიაროვისა (აზერბაიჯანი) და რუსტამ კასიმჟანოვის (უზბეკეთი) შეხვედრას, ამ უკანასკნელმა შეძლო მეტოქის დამარცხება. ეს მოგება ერთადერთი აღმოჩნდა ამ ტურში.

გთავაზობთ მეორე ტურის შეხვედრათა ტექნიკურ შედეგებს

ლეინერ დომინგეს პერესი (კუბა) – პიოტრ სვიდლერი (რუსეთი) 0,5-0,5

შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი) – რუსტამ კასიმჟანოვი (უზბეკეთი) 0-1

ანიშ გირი (ჰოლანდია) – მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი) 0,5-0,5

ალექსანდრე გრიშჩუკი (რუსეთი) – დიმიტრი ანდრეიკინი (რუსეთი) 0,5-0,5

თეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი) – ბაადურ ჯობავა (საქართვლო) 0,5-0,5

დიმიტრი იაკოვენკო (რუსეთი) – ევგენი ტომაშევსკი (რუსეთი) 0,5-0,5

სატურნირო მდგომარეობა 2 ტურის შემდეგ

I-III ტომაშევსკი, გირი, გრიშჩუკი1,5-1,5

IV- IX დომინგეს, მამედიაროვი, კასიმჟანოვი, რაჯაბოვი, იაკოვენკო, ანდრეიკინი 1-1

X-XII ჯობავა, ვაშიე-ლაგრავი, სვიდლერი 0,5-0,5

მესამე ტურის შეხვედრათა განრიგი

ორ სასტარტო პარტიაში შავებით გამოსვლის შემდეგ, ამჯერად ჯობავა თეთრებით იასპარეზებს.

ჯობავა – იაკოვენკო

სვიდლერი- რაჯაბოვი

ვაშიე-ლაგრავი – დომინგეს პერესი

კასიმჟანოვი – გირი

ანდრეიკინი – მამედიაროვი

ტომაშევსკი – გრიშჩუკი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.172978