პსჟ - “ჩელსის” (1:1) ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8-ფინალური მატჩის შემდეგ, ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ მოწინააღმდეგე გუნდის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
“ფრე კარგი შედეგია. ჩვენ დიდებულ გუნდს ვეთამაშეთ. პარიზელებს ფანტასტიკური ფეხბურთელები ჰყავთ, რომელებიც საოცარი ტექნიკით გამოირჩევიან. ძალიან რთული მატჩი გამოვიდა. თუ ჩვენი მეკარის კურტუას თამაშს გავიხსენებთ, მან სამ ეპიზოდში გადაგვარჩინა და მნიშვნელოვანი ბურთები მოიგერია. კმაყოფილი ვარ შედეგით, მაგრამ ყველაფერი “სტენფორდ ბრიჯზე” გადაწყდება”- მოურინიოს სიტყვებს BBC ციტირებს.
პარიზიში გამართულ მატჩში ანგარიში 38-ე წუთზე “ჩელსის” სერბმა მცველმა ბრანისლავ ივანოვიჩმა გახსნა. 54-ე წუთზე საბოლოო შედეგი პარიზელთა ურუგვაელმა შემტევმა ედისონ კავანიმ დააფიქსირა. ლონდონში განმეორებითი მატჩი 11 მარტს გაიმართება.









