თბილისში მიმდინარე ვაჟ მოჭადრაკეთა გრანპრის სერიის ტურნირზე 19 თებერვალი დასვენების დღეა და მისი მონაწილეები მინიფეხბურთში ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონებს ეთამაშებიან.
ამის შესახებ მსოფლიო სპორტს საქართველო ჭადრაკის ეროვნული ფედერციის პრესსამსახურს წარმომადგენელმა სოფო ნიკოლაძემ განუცხადა.
"ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონთა გუნდის განაცხადში 6 სპორტსმენი იქნება შეყვანილი, ესენი არიან: გელა კეტაშვილი(ფეხბურთი), გიორგი ასანიძე, კახი კახიაშვილი (ორივე ძალოსნობა), მანუჩარ კვირკველია, რომან რურუა და ომარ ბლაგიძე (სამივე ბერძნულ-რომაული ჭიდაობა). რაც შეეხება მოჭადრაკეთა გუნდს, მისი ზუსტი შემადგენლობა მოგვიანებით დაზუსტდება"- გვითხრა ნიკოლაძემ.
აღნიშნული შეხვედრა სპორტკომპლექს “არენა 1”-ში 12 საათზე დაიწყება.









