ჰოლანდიის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია, მთავარ მწვრთნელ პეტერ ბოშთან და თანაგუნდელებთან ერთად არნემის კლინიკას ეწვია. ამის შესახებ “ვიტესის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
კაშიასთან ერთად კელვინ ლერდამი, ზაქარია ლაბიადი, არნოლდ კრესვეიკი და კევინ დიქსი იმყოფებოდნენ. მათ კლინიკის პედიატრიული განყოფილება მოინახულეს. ბოშმა და ფეხბურთელებმა ბავშვებს ავტოგრაფები დაურიგეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
აღსანიშნავია, რომ არნემის კლინიკის მონახულება “ვიტესის” ტრადიციაა და ამას საფეხბურთო კლუბის წარმომადგენლები ყოველ წელს აკეთებენ.









