ჭადრაკი

21:08 | 20.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ციურიხის ტურნირი ნაკამურამ მოიგო

შვეიცარიის ქალაქ ციურიხში დასრულდა მოჭადრაკე ვაჟთა დიდი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც პლანეტის 6 წამყვანი მოჭადრაკე მონაწილეობდა. მათი რეიტინგები 2700-ს აღემატება. დიდი ხნის განმავლობაში ასპარეზობას მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი) ლიდერობდა. ტურნირის მომავალმა გამარჯვებულმა ხიკარუ ნაკამურამ (აშშ) ასპარეზობის ბოლოსწინა ტურში უშუალოდ ანანდის დამარცხება მოახერხა და ერთპიროვნულ ლიდერს წამოეწია. ასპარეზობა ანანდმა და ნაკამურამ საბოლოოდ თანაბარი, 9-9 ქულით დაასრულეს მაგრამ უკეთესი კოეფიციენტით პირველი ადგილი ამერიკელ დიდოსტატს ერგო.

I ხიკარუ ნაკამურა (აშშ) 9 ქულა (2776)

II ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი) 9 (2797)

III ვლადიმერ კრამნიკი (რუსეთი) 8,5 (2783)

IV ლევონ არონიანი (სომხეთი) 7 (2777)

V სერგეი კარიაკინი (რუსეთი) 6 (2760)

VI ფაბიანო კარუანა (იტალია) 5,5 (2811)

ფრჩხილებში მოცემულია კოეფიციენტები.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.161855