ქართველმა პროფესიონალმა მოკრივემ ავთანდილ ხურციძემ, მეტსახელად “ტორნადომ” მორიგი სარეიტინგო ბრძოლა გამართა და ამერიკელი ფილიპ პენსონი მეოთხე რაუნდის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე ნოკაუტით დაამარცხა.
ხურციძისთვის ეს ბრძოლა 2014 წლის ივლისის შემდეგ რიგით მესამე გახლდათ. საშუალო წონის მოკრივემ პენსონს პირველი მარცხი აგემა, ხოლო თავად აქტივში 30 მოგება, 2 ფრე და 2 წაგება აქვს.







