კიდევ ერთხელ გაგვახარა ჭადრაკის გულშემატკივრები ვაჟ მოჭადრაკეთა გრან პრის მესამე ეტაპის მონაწილე ბაადურ ჯობავამ, რომელმაც დღეს დასრულებულ მე-7 ტურში თეთრებით კუბელ ლენიერ დომინგეს პერესს პირველი დამარცხება მიაყენა.
ჯობავამ აღმავლობით თამაში ერთდღიანი შესვენების შემდეგ დაიწყო, რომელიც 4 ტურის შემდეგ 19 თებერვალს გამოცხადდა. შეიძლება ითქვას, რომ ბაადური ბოლო სამი ტურის ჩემპიონია, რადგანაც დროის ამ მონაკვეთში ყველაზე მეტი, 2.5 ქულა დააგროვა და თუ ასე გააგრძელა, შეუძლია სერიოზულ წარმატებაზეც იფიქროს. ამჟამად ქართველ დიდოსტატს სამი ქულა აქვს და ტურნირის რამდენიმე მონაწილესთან ერთად VIII-XI ადგილებს ინაწილებს.
ყაიმებით ძალიან გაერთო ასპარეზობის ერთპიროვნული ლიდერი ევგენი ტომაშევსკი, რომელიც ზედიზედ მესამე ტურია, ნახევარი ქულით კმაყოფილდება. ამასობაში მისმა თანამემამულე დიმიტრი იაკოვენკომ დღეს ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი ანიშ გირი დაამარცხა. ამ ტურნირზე ძალიან სუსტად თამაშობს რეიტინგ-ფავორიტი ალექსანდრე გრიშჩუკი (2810), რომელიც თეთრებით შაჰრიარ მამედიაროვთან დამარცხდა.
მე-7 ტური
ბაადურ ჯობავა (საქართველო) - ლენიერ დომინგეს პერესი (კუბა) 1:0
დმიტრი იაკოვენკო (რუსეთი) - ანიშ გირი (ჰოლანდია) 1:0
ალექსანდრე გრიშჩუკი (რუსეთი) - შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი) 0:1
რუსტამ კასიმჟანოვი (უზბეკეთი) - თეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი) 0.5:0.5
დმიტრი ანდრეიკინი (რუსეთი) - მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი) 0.5:0.5
ევგენი ტომაშევსკი (რუსეთი) - პიოტრ სვიდლერი (რუსეთი) 0.5:0.5
მე-8 ტური, 23 თებერვალი
სვიდლერი - ჯობავა
რაჯაბოვი - მამედიაროვი
გირი - გრიშჩუკი
დომინგეს პერესი - იაკოვენკო
ვაშიე-ლაგრავი - ტომაშევსკი
კასიმჟანოვი - ანდრეიკინი
სატურნირო მდგომარეობა 7 ტურის შემდეგ
- ტომაშევსკი - 5 ქულა
- იაკოვენკო - 4.5
3-4. რაჯაბოვი, კასიმჟანოვი - 4-4
5-7. დომინგეს პერესი, გირი, მამედიაროვი - 3.5-3.5
8-11. ჯობავა, გრიშჩუკი, სვიდლერი, ვაშიე-ლაგრავი - 3-3
- ანდრეიკინი - 2









