ფეხბურთი

0:50 | 23.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისში ჩემპიონთა ლიგის საგზურებისთვის ბრძოლა დაიძაბა

ინგლისის ჩემპიონატის 26-ე ტურის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ორი საგზურისთვის ბრძოლა უკიდურესად დაიძაბა. ამ მომენტისთვის მესამე ადგილზე მყოფი ლონდონის “არსენალი” მეშვიდე ადგილოსან “ტოტენჰემს” მხოლოდ ოთხი ქულით უსწრებს. ასე რომ, წინ ნამდვილი ბრძოლა გველოდება ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ორი საგზურისთვის.

“საუთჰემპტონმა” შინ “ლივერპული” მიიღო და ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა, რის შემდეგაც “წმინდანები” ოთხეულიდან ამოვარდნენ. შეხვედრა სტუმართათვის იდეალურად დაიწყო და მე-3 წუთზე ფელიპე კოუტინიომ შესანიშნავი შორეული დარტყმით ანგარიში გახსნა. “წმინდანებს” გოლის გატანა ტაიმის ბოლოს შეეძლოთ, თუმცა მეკარესთან პირისპირ გასულმა ელიამ მინოლეს ვერ აჯობა. მეორე ნახევარში მასპინძლები ბევრს ცდილობდნენ, თუმცა გოლი კვლავ მათ კარში გავიდა, 73-ე წუთზე რაჰიმ სტერლინგმა ტარგეტის უხეში შეცდომა გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:2.

ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლმა კიდევ ერთმა კლუბმა ლონდონის “ტოტენჰემმა” თანაქალაქელ “ვესტ ჰემს” უმასპინძლა და ფრედ ეთამაშა. “მამლები” მე-80 წუთამდე ორბურთიანი სხვაობით მარცხებოდნენ, თუმცა მაინც მოახერხეს ქულის მოპოვება. 81-ე წუთზე დენი როუზმა გაქვითა ერთი ბურთი, ხოლო მსაჯის მიერ მეხუთე დამატებულ წუთზე ჰარი კეინმა 11-მეტრიანი დარტყმის უფლება მოიპოვა, რომლის შესასრულებლადაც თავად გაემართა. ახალგაზრდა ფორვარდს პენალტი ადრიანმა აიღო, თუმცა დამატებაზე კეინმა ივარგა და თავის გუნდს ქულა გადაურჩინა – 2:2.

კვლავ ვერ იგებს “ევერტონი”, რომელმაც ამჯერად ბოლო ადგილოსან “ლესტერთან” ვერ ივარგა შინ. მასპინძლები 57-ე წუთზე ნეისმიტმა დააწინაურა, თუმცა 63-ე და 70-ე წუთებზე ნუჯენტმა და კამბიასომ “მელიები” გაიყვანეს წინ. მერსესაიდელები წაგებას 88-ე წუთზე აპსონის ავტოგოლით გადაურჩნენ – 2:2.

საუთჰემპტონი – ლივერპული 0:2 (0:1)


საუთჰემპტონი, “სენტ მერი სთედიუმი”

საუთჰემპტონი (4-3-3): ფორსტერი, იოშიდა, ფონტე, კლაინი, ტარგეტი, დევისი (შნეიდერლენი 46), უარდ-პროუსი (მანე 57), ვანიამა, ელია, პელე, დურიჩიჩი (ტადიჩი 75).
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

ლივერპული (3-4-2-1): მინოლე, ლოვრენი, შკრტელი, ჩანი, ალენი, ჰენდერსონი, მარკოვიჩი (მორენო 46), იბე (ჯონსონი 75), ლალანა (სტარიჯი 62), კოუტინიო, სტერლინგი.
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

გოლები: 0:1 კოუტინიო (3), 0:2 სტერლინგი (73).
გაფრთხილებები: ვანიამა, ელია – ლოვრენი, მორენო, ჰენდერსონი
მსაჯი: კევინ ფრენდი
ბურთის ფლობა: 60%-40%, დარტყმა: 13(5)-6(4), ჯარიმა: 11-14, კუთხური: 6-1, თამაშგარე: 1-1, სეივი: 2-5

ტოტენჰემი – ვესტ ჰემი 2:2 (0:1)

ლონდონი, “უაით ჰართ ლეინი”

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, დაიერი, ვერტონგენი, როუზი, უოლკერი, მეისონი (ჩადლი 80), ბენტალები, ლამელა, დემბელე (ერიკსენი 46), თაუნსენდი (სოლდადო 60), კეინი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

ვესტ ჰემი (4-3-3): ადრიანი, რიდი, ტომკინსი, კრესველი, ჯენკინსონი, ნობლი (კ.კოული 68), სონგი, კუაიტე, დაუნინგი, ვალენსია (იარვისი 75), სახო.
მწვრთნელი: სემ ელარდაისი

გოლები: 0:1 კუაიტე (22), 0:2 სახო (62), 1:2 როუზი (81), 2:2 კეინი (96).
გაფრთხილებები: ნობლი, კრესველი
მსაჯი: ჯონათან მოსი
ბურთის ფლობა: 65%-35%, დარტყმა: 27(8)-12(5), ჯარიმა: 6-12, კუთხური: 7-9, თამაშგარე: 2-4, სეივი: 3-6

ევერტონი – ლესტერი 2:2 (0:0)

ევერტონი, “გუდისონ პარკი”

ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი, იაგიელკა, სტოუნზი, ბეინსი, კოულმენი, ბეშიჩი (ატსუ 55), მაკკარტი, ბარკლი (გიბსონი 55), ნეისმიტი (მირალაში 85), ლენონი, ლუკაკუ.
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

ლესტერი (4-1-4-1): შვარცერი, აპსონი, მორგანი, სიმპსონი, კონჩესკი, ჰუტი, ჯეიმსი, კამბიასო (კინგი 87), მაჰრეზი (ნუჯენტი 62), შლუპი (ვარდი 62), კრამარიჩი.
მწვრთნელი: ნაიჯელ პირსონი

გოლები: 1:0 ნეისმიტი (57), 1:1 ნუჯენტი (63), 1:2 კამბიასო (70), 2:2 აპსონი (88).
გაფრთხილებები: მორგანი
მსაჯი: ფილ დაუდი
ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 18(3)-15(4), ჯარიმა: 7-6, კუთხური: 4-7, თამაშგარე: 1-1, სეივი: 2-1

ბომბარდირები: დიეგო კოშტა (“ჩელსი”), სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) -17. ჩარლი ოსტინი (ქპრ), ჰარი კეინი (“ტოტენჰემი”) - 14. ალექსის სანჩესი ("არსენალი") – 12.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.16757