პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ინგლისის ჩემპიონატის 26-ე ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა, რომელშიც ყველაზე მეტი, სამი მოთამაშე “მანჩესტერ სიტიდან” ფიგურირებს.
“ქალაქელთაგან” კვირის საუკეთესო გუნდში სამირ ნასრი, დავიდ სილვა და ედინ ჯეკო მოხვდნენ.
26-ე ტურის სიმბოლური ასე გამოიყურება:
მეკარე: სიმონ მინოლე (“ლივერპული”);
მცველები: ბრანისლავ ივანოვიჩი (“ჩელსი”), პოლ მაკშეინი (“ჰალი”), ბენ მი (“ბარნლი”), დენი როუზი (“ტოტენჰემი”);
ნახევარმცველები: კი (“სუონსი”), სამირ ნასრი, დავიდ სილვა (ორივე “მანჩესტერ სიტი”), სანტი კასორლა (“არსენალი”);
თავდამსხმელები: ოლივიე ჟირუ (“არსენალი”), ედინ ჯეკო (“მანჩესტერ სიტი”).









