იტალიის სერია A-ს ბინადარ რომის “ლაციოს” ტრავმების ეპიდემია სჭირს. ლაზარეთში მყოფ ფეხბურთელების შესახებ გუნდის მთავარმა ექიმმა იტალიურ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
“კანდრევას დღევანდელი დღე გაუცდა, მაგრამ საგანგაშო არაფერია. იგი ჯანმრთელადაა. ისევე, როგორც ლუკას ბილია. ფილიპ ჯორჯევიჩის გამოჯანმრთელების პროცესი მეთოდურად მიმდინარეობს და მის დაბრუნებას აპრილის თვეში ველოდებით. რაც შეეხებათ სენად ლულიჩსა და ჯენტილეტის, ისინი მარტში მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში იქნებიან”, - განაცხადა “ლაციალეს” მედიკოსმა.
რომაულმა გუნდმა იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში “პალერმო” დაამარცხა. გადამწყვეტი გოლი კი ანტონიო კანდრევამ გაიტანა, ვინაც შემდგომ თავი შეუძლოდ იგრძნო. თუმცა, როგორც აღმოჩნდა მასთან დაკავშირებით “ბიანკოჩელესტეს” გულშემატკივრებს სანერვიულო არ აქვთ.





