ფეხბურთი

23:35 | 24.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“საუთჰემპტონი” ოლა ჯონით დაინტერესდა

ინგლისური “საუთჰემპტონი” ლისაბონის “ბენფიკას” ვინგერით ოლა ჯონით დაინტერესდა – იუწყება ცნობილი პორტუგალიური გამოცემა A Bola.

აღნიშნული წყაროს ცნობით, “წმინდანთა” მთავარ მწვრთნელს რონალდ კუმანს ძალიან მოსწონს თანამემამულის თამაში და მზადაა, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მასში 8 მილიონი ევრო გაიღოს. ჯონს “არწივებთან” მოქმედი კონტრაქტი 2017 წელს ეწურება.

მიმდინარე სეზონში ჯონმა 26 შეხვედრა ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

თეგებიოლა ჯონი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.118568