8-წლამდე ასაკის გოგონათა თბილისის საჭადრაკო ჩემპიონატზე ბრწყინვალე შედეგი აჩვენა მარიამ გაბელაიამ. მან 7-დან 7 გამარჯვება მოიპოვა და დედაქალაქის ჩემპიონის ტიტული არავის დაუთმო.
6 ქულა დააგროვა და მეორე საფეხურზე გავიდა მარიამ გვათუა. 5 ქულით და უკეთესი ბუჰგოლცით მესამეზე მარიამ სიჭინავა განთავსდა.
ამავე ასაკის ბიჭუნებს შორის დამაჯერებლად იპირველა ალექსანდრე ყორღანაშვილმა. გამარჯვებულის ანგარიშზე 7-დან 6.5 ქულაა. ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვა გიორგი სანიკიძემ. 5.5 ქულით და უკეთესი მაჩვენებლებით მესამეზე გიორგი ცხადაძე გავიდა.
12 წლამდე გოგონებში 7-დან 6.5 ქულით ერთპიროვნულად გაიმარჯვა იანა ეგიბარიანმა. ერთი ქულით ნაკლები დააგროვა მარიამ მირინაშვილმა. 5 ქულით მესამე ადგილზე ანა მამარდაშვილი გავიდა.
ბიჭების ანალოგიურ შეჯიბრში 6 ქულით ჩემპიონობა ლაზარე ლომსაძემ მოიპოვა. გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ: II – შოთა ხოდაშნელი და III – თორნიკე წერეთელი.









