როგორც ჩანს, “საუთჰემპტონს” ბოლომდე მაინც არ ეყო რესურსი და ჩავარდნა დაეწყო. “წმინდანებმა” ბოლო ხუთი მატჩიდან მხოლოდ ერთში იმარჯვეს და ოთხეულიდან ამოვარდნენ. იმ შემთხვევაში, თუ ხვალ ლონდონის “არსენალი” შინ “ევერტონის” დაამარცხებს, კუმანის შეგირდები ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ ზონას უკვე ოთხი ქულით ჩამორჩებიან.
“საუთჰემპტონი” “ჰაუტორნს” ეწვია და შინ უქულოდ დაბრუნდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი მეორე წუთზე საიდო ბერაჰინომ შესანიშნავი დარტყმით გაიტანა. რონალდ კუმანი ბევრს ეცადა, საჭირო ცვლილებები მალევე გააკეთა, თუმცა სტუმრებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს და ზედიზედ მეორე მარცხი იწვნიეს – 1:0.
კონკურენტის წაფორთხილებით ისარგებლა “მანჩესტერ იუნაიტედმა”, რომელმაც “სანდერლენდი” დაამარცხა შინ. პირველ ნახევარში მცირე უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, თუმცა პირველი საგოლე შანსი სტუმრებს შეექმნათ. მე-5 წუთზე “შავი კატების” კონტრშეტევას ვიკჰემის დარტყმა და დე ხეას კარგი თამაში მოჰყვა. შემდეგი ორი ეპიზოდი ეშლი იანგს შეექმნა, პირველ შემთხვევაში კარს ააცილა, ხოლო მეორე მომენტში ჯონ ოშიმ კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი. 37-ე წუთზე უეინ რუნი საჯარიმო დარტყმიდან დაემუქრა მეტოქის კარს, მაგრამ პანტელიმონმა კუთხურზე მოიგერია ბურთი.
მეორე ნახევარი მთლიანად მასპინძლების გამოდგა. გადამწყვიტი კი, 63-ე წუთი გამოდგა. ჯონ ოშიმ საკუთარ საჯარიმოში რადამელ ფალკაო წააქცია, რაც მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმად შეაფასა პანტელიმონის კარის მიმართულებით პენალტი დანიშნა და მცველი გააძევა. ოღონდ, უესლი ბრაუნი და არა ოში. როჯერ ისტმა ძალიან უხეში შეცდომა დაუშვა და უდანაშაულო მოთამაშე გააძევა მინდვრიდან. 11-მეტრიანი უეინ რუნიმ გოლად აქცია. მასპინძელთა მეათე ნომერმა 84-ე წუთზე დუბლი შესრულება მოახერხა, იანუზაის დარტყმა პანტელიმონმა ცხვირწინ მოიგერია და რუნიმ ცარიელ კარში თავით გადაგზავნა ბურთი – 2:0.
ლონდონურ დერბიში დამარცხდა “ვესტ ჰემი”, რომელმაც შინ “კრისტალ პალასი” მიიღო. “არწივები” მურეის დუბლითა და დანის გოლით ანადგურებდნენ მეტოქეს, ხოლო პრესტიჟის გოლი შეხვედრის მიწურულს ენერ ვალენსიამ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის გმირი მურეი 69-ე წუთზე გააძევეს და ალან პარდიუს გუნდს შეხვედრის ჩამთავრება 10 კაცით მოუწია – 1:3.
ბოლო არ უჩანს “ასტონ ვილას” კრიზისს, რომელიც გასვლაზე მინიმალური სხვაობით დამარცხდა “ნიუკასლთან” და გასავარდნ ზონაში ადგილი უფრო გაიმყარა. როგორც ჩანს, ბირმინგემულ კლუბს ვერც ახალმა მწვრთნელმა უშველა ჯერ-ჯერობით. “ასტონ ვილა”, რომელიც ყოველთვის კარგი თავდამსხმით გამოირჩოდა, 13 გატანილი გოლის ამარაა. შეხვედრის ერთადერთი გოლი პაპის დემბა სისემ შეაგდო 37-ე წუთზე – 1:0.
“სტოკმა” კრაუჩის გოლით შინ მოუგო “ჰალს”, ხოლო “სუონსიმ” გასვლაზე “ბარნლისთან” იმარჯვა ტრაიპერის ავტოგოლით.
მანჩესტერ იუნაიტედი – სანდერლენდი 2:0 (0:0)
მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”
მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა, როხო, სმოლინგი, ვალენსია, ევანსი, ბლინდი, ერერა, რუნი (მატა 86), დი მარია (იანუზაი 46), იანგი, ფალკაო (ფელაინი 68).
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი
სანდერლენდი (4-1-4-1): პანტელიმონი, ბრაუნი, ოში, რეველიერი, ვან აანჰოლტი, კატერმოლი, ლარსონი, ხ.გომესი, ვიკჰემი (ვერჯინი 67), ჯონსონი (ს.ფლეტჩერი 81), დეფო (გრემი 67).
მწვრთნელი: გუსტავო პოიეტი
გოლები: რუნი 66 პენ;84.
გაფრთხილებები: ვალენსია – ვან აანჰოლტი
გაძევება: ბრაუნი 65.
მსაჯი: როჯერ ისტი
ბურთის ფლობა: 74%-26%, დარტყმა: 30(10)-5(3), ჯარიმა: 6-11, კუთხური: 13-1, თამაშგარე: 1-2, სეივი: 3-8
ვესტ ჰემი – კრისტალ პალასი 1:3 (0:1)
ლონდონი, “ბოლეინ გრაუნდი”
ვესტ ჰემი (4-3-1-2): ადრიანი, ტომკინსი, რიდი, კრესველი, ჯენკინსონი, სონგი (ნენე 61), კუაიტე, ნობლი, დაუნინგი, ვალენსია, სახო.
მწვრთნელი: სემ ელარდაისი
კრისტალ პალასი (4-1-4-1): სპერონი, დელანი, დანი, კელი, იარდი, იედინაკი, მუტჩი (მაკარტური 33), პანჩონი, ბოლასი (ლედლი 83), ზაჰა (ამეობი 72), მურეი.
მწვრთნელი: ალან პარდიუ
გოლები: 0:1;0:3 მურეი (41;63), 0:2 დანი (51), 1:3 ვალენსია (76).
გაფრთხილებები: ტომკინსი, ვალენსია – მურეი, იარდი, დელანი
გაძევება: მურეი 69.
მსაჯი: მაიკლ დინი
ბურთის ფლობა: 67%-33%, დარტყმა: 19(5)-14(5), ჯარიმა: 12-19, კუთხური: 11-7, თამაშგარე: 0-6, სეივი: 2-4
ბარნლი – სუონსი 0:1 (0:0)
ბარნლი, “ტურფ მური”
ბარნლი (4-4-1-1): ჰიტონი, შაკელი, კინი, მი, ტრაიპერი, ჯონსი, ბოიდი, არფილდი, კიგტლი (ვოკსი 75), ბარნსი (იუტკევიჩი 90), ინგსი.
მწვრთნელი: სეან რიჩი
სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი, უილიამსი, ფერნანდესი, ნ.ტეილორი, ნოუტონი, კორკი, კი, შელვი, რუტლიჯი (ამატი 90), კეროლი (მონტერო 61), გომისი (ოლივეირა 92).
მწვრთნელი: გარი მონკი
გოლი: ტრაიპერი 64 ს.კ.
მსაჯი: ჯონათან მოსი
ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 13(6)-8(2), ჯარიმა: 14-8, კუთხური: 6-4, თამაშგარე: 2-2, სეივი: 1-6
ნიუკასლი – ასტონ ვილა 1:0 (1:0)
ნიუკასლი, “სენტ ჯეიმს პარკი”
ნიუკასლი (4-4-2): კრული, კოლოჩინი, უილიამსონი, ჯანმაატი, ჰაიდარა (რ.ტეილორი 61), აბეი, სისოკო, ამეობი, ობერტანი (გუფრანი 78), რივიერი (პერესი 73), სისე.
მწვრთნელი: ჯონ კარვერი
ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი, კლარკი, ოკორე, ლოუტონი (ბაკუნა 82), ჰატონი, ვესტვუდი, დელფი, კლევერლი, აგბონლაჰორი (ვაიმანი 73), სინკლერი (ნ’ზოგბია 66), ბენტეკე.
მწვრთნელი: ტიმ შერვუდი
გოლი: სისე 37.
გაფრთხილებები: უილიამსონი – ჰატონი, ლოუტონი, აგბონლაჰორი, კლარკი, კლევერლი
მსაჯი: ლი მეისონი
ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 14(5)-13(3), ჯარიმა: 6-16, კუთხური: 9-5, თამაშგარე: 0-3, სეივი: 3-4
სტოკი – ჰალი 1:0 (0:0)
სტოკი, “ბრიტანია სთედიუმი”
სტოკი (4-2-3-1): ბეგოვიჩი, ვოლშაიდი, უილსონი, პიტერსი, ბერდსლი, ველანი, ნ’ზონზი, აირლანდი (ადამი 46), უოლტერსი, მოზესი, დიუფი (კრაუჩი 70).
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი
ჰალი (3-5-1-1): მაკგრეგორი, მაკშეინი, ბრიუსი, დოუსონი, მეილერი (ქუინი 62), ჰადლსტოუნი, ლივერმორი, ელმოჰამედი, ფიგეროა (ა.ერნანდესი 78), გ.რამირესი, ალუკო (ნ’დოიე 56).
მწვრთნელი: სტივ ბრიუსი
გოლი: კრაუჩი 73.
გაფრთხილებები: პიტერსი, მოზესი – მეილერი, დოუსონი
მსაჯი: ნილ სვერბრიკი
ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 17(2)-1(0), ჯარიმა: 9-10, კუთხური: 5-2, თამაშგარე: 1-0, სეივი: 0-1
ვესტ ბრომვიჩი – საუთჰემპტონი 1:0 (1:0)
ვესტ ბრომვიჩი, “ჰაუტორნსი”
ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): ფოსტერი, მაკოლი, ლესკოტი, დოუსონი, ბრანტი, იაკობი, დ.ფლეტჩერი, გარდნერი, მორისონი (სესენიონი 72), ბრაუნდი (ბეირდი 88), ბერაჰინო (მულუმბუ 56).
მწვრთნელი: ტონი პულისი
საუთჰემპტონი (3-4-3): ფორსტერი, გარდოში (ელია 25), ფონტე, იოშიდა, შნეიდერლენი, ვანიამა (დევისი 46), ბერტრანი, კლაინი, ტადიჩი (ლონგი 74), მანე, პელე.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი
გოლი: ბერაჰინო 2.
გაფრთხილებები: ფოსტერი, სესენიონი – ვანიამა
მსაჯი: ფილ დაუდი
ბურთის ფლობა: 36%-64%, დარტყმა: 7(3)-12(2), ჯარიმა: 10-17, კუთხური: 2-3, თამაშგარე: 2-2, სეივი: 2-2









