მსოფლიო ჭადრაკის მმართველმა ორგანიზაციამ ფიდემ, ყოველი თვის დასაწყისისთვის ტრადიციად ქცეული რეიტინგები გამოაქვეყნა.
უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდა ქალ მოჭადრაკეთა პირველ ათეულში, რომელსაც სათავეში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ჩინელი ჰოუ იფანი ჩაუდგა. 15 წლიანი ლიდერობის შემდეგ მეორე ადგილზე გადაინაცვლა იუდით პოლგარმა (უნგრეთი), რომელმაც აქტიურ სპორტს თავი 2014 წელს დაანება.
პირველი ათეული, რომელშიც ერთი ქართველი ნანა ძაგნიძე მოხვდა, ასე გამოიყურება: 1. ჰოუ იფანი (ჩინეთი, 2686), 2. იუდით პოლგარი (უნგრეთი, 2675), 3. ჰამფი კონერუ (ინდოეთი, 2581), 4. ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2570), 5. ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი, 2557), 6. ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 2552), 7. ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა, 2530), 8. კატერინა ლაჰნო (რუსეთი, 2530), 9. ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2529), 10. ვალენტინა გუნინა (რუსეთი, 2528).
ძაგნიძის გარდა ქართველი მანდილოსნებიდან პირველ ასეულში მოხვდნენ: 14 ადგილი - ბელა ხოტენაშვილი (2513), 25 - ლელა ჯავახიშვილი (2481), 30 - ნინო ბაციაშვილი (2475), 35 - სალომე მელია (2459), 38 - ნინო ხურციძე (2457), 94 - მერი არაბიძე (2374), 98 - სოფიკო გურამიშვილი (2367).
მანდილოსნებისგან განსხვავებით, ვაჟთა შორის ბაადურ ჯობავას სახით ერთადერთი წარმომადგენელი გვყავს, რომელიც 2699 პუნქტით 47-ე ადგილზე იმყოფება. პირველი ათეული კი ასე გამოიყურება: 1. მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2863), 2. ფაბიანო კარუანა (იტალია, 2802), 3. ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2798), 4. ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი, 2798), 5. ალექსანდრ გრიშუკი (რუსეთი, 2794), 6. ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი, 2791), 7. ანიშ გირი (ჰოლანდია, 2790), 8. სო ვესლი (აშშ, 2788), 9. ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი, 2783), 10. ლევონ არონიანი (სომხეთი, 2770).







