ფეხბურთი

18:59 | 2.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

გოგინაშვილმა მოლდოვის ჩემპიონატი მარცხით განაახლა

“საქსანმა”, სადაც ირაკლი გოგინაშვილი გამოდის, მოლდოვის საფეხბურთო ნაციონალური დივიზია (უმაღლესი ლიგა) მარცხით განაახლა.

მე-19 ტურში “საქსანი” სტუმრად “ტირასპოლთან” 0:4 დამარცხდა. ტირასპოლში ხელოვნურსაფარიან მანეჟში გამართულ მატჩში 20 წლის გოგინაშვილმა 90 წუთი ითამაშა.

ქართველი ნახევარმცველი “საქსანში” მიმდინარე სეზონის წინ ჩაირიცხა და 16 მატჩში ერთი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095587